დაბერება ფიზიოლოგიური პროცესია და მას ვერსად გავექცევით. თუმცა, ისეთი ახალგაზრდებიც არსებობენ, რომლებიც დროზე ადრე ბერდებიან. ნორვეგიელმა მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს და გამოავლინეს პროდუქტები, რომლებიც ადრეულ დაბერებას იწვევს.
ზომიერების გრძნობის არარსებობა - თანამედროვე ადამიანს მიაჩნია, რომ სწორი კვების დროს მას შეუძლია შეიძინს და ჭამოს ყველაფერი, რასაც ნახავს და მოუნდება. თუმცა, ზომიერების გრძნობის არარსებობა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რაც ადრეული დაბერების პირველი მიზეზია. 100-კილოანი გოგონა თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის უფროსად გამოიყურება. ნურასოდეს შეიძენთ ისეთ პროდუქტებს, რასაც ორგანიზმისთვის სარგებელის მოტანა არ შეუძლია. გამორიცხეთ საყიდლების სიიდან: სოსისები და ძეხვეული, გაზიანი სასმელები, ტორტები და ნამცხვრები, დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. რეგულარულად აკონტროლეთ წონა და ნურც ვარჯიშსა და ფეხით სიარულზე იტყვით უარს.
არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია. აგრეთვე არ შეიძლება რაციონიდან გამოირიცხოს მაღალკალორიული პროდუქტები. მათ მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი, კარაქი და შაქარი. ცხიმისა და ხორცის გარეშე მოგემჩვარებათ კუნთები და კანი; ამასთანავე, ვიტამინი ბე12 მხოლოდ ხორცშია და მის გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება; კარაქი მდიდარია ა ვიტამინით; მისი ნაკლებობა ნაადრევ ნაოჭებს იწვევს; შაქრის გარეშე შეგიფერხდებათ ტვინის აქტიურობა; გახსოვდეთ, ახალგაზრდულად გამოიყურება ის, ვინც მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად მიირთმევს. ამასთანავე, კვების რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს.
თუ იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებით, რომლებიც არ მიირთმევენ მწვანილს, ხილსა და ბოსტნეულს, მაშინ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, რაც ჯანმრთელ კანზე, თმაზე, ფრჩხილებისა და ძვლებზე აგებს პასუხს. იმისათვის, რომ 45 წლის ასაკში 30 წლის გოგონას ჰგავდეთ, გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მწვანილით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხორცითა და თხილით. არ დაგავიწყდეთ წყლის სმაც.
ნუ მიირთმევთ უცხოეთიდან შემოტანილ ბოსტნეულსა და ხილს. თქვენ არ იცით მათ მოსაყვანად რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. მიირთვით ადგილობრივი და რაც მთავარია, სეზონური პროდუქტები. გახსოვდეთ, რომ ახლომდებარე სოფელში მოყვანილი ჭიანი ვაშლი უფრო სასარგებლოა, ვიდრე იმპორტირებული თვალისთვის მიმზიდველი. შეარჩიეთ ისეთი რძისა და ხორცის კომპანია, რომელიც თავის საქონელს ზრდის ჰორმონებით, ანტიბიოტიკებითა და ქიმიური პრეპარატებით არ ჭყიპავს.
შეამცირეთ ყავის დოზა. ნუ გაგიკვირდებათ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მოყვარული ადამიანები უფრო ადრე ბერდებიან, ვიდრე შავი და მწვანე ჩაის მოყვარულები. ჩაი შეიცავს კატეხინის განსაკუთრებულ ტიპს - თეაფლავინს, რაც ორგანიზმში კოლაგენის არსებობა-გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კოლაგენი კი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.