არ შეიძლება კარგი ცოლი იყოს ქალი, რომელიც არ არის მეგობარი ან არა აქვს ნიჭი, იმეგობროს ქმართან - ტომას პეინი
ახალგაზრდა ადამიანისთვის ცოლი - საყვარელია, საშუალო ასაკის ხალხისთვის - ცხოვრების თანამგზავრი, მოხუცთათვის - მომვლელი.
ფრანსის ბეკონი
თუ ცოლი სცოდავს, არც ქმარია უმწიკვლო.
ინგლისური ანდაზა
ქალს, რომელიც ქმარს დასცინის, არ შეუძლია უყვარდეს იგი.
ონორე დე ბალზაკი
ჭკვიანი ცოლი, სანამ განრისხებული ქმარი ყვირის, დუმს, ხოლო როცა ქმარი დაწყნარდება, მერე გაუბამს საუბარს, რათა დააცხროს და დაამშვიდოს იგი.
პლუტარქე
მამაკაცის მიერ ამორჩეული საპატარძლოს მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ როგორია ეს მამაკაცი და იცის თუ არა მან საკუთარი თავის ფასი.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ვიდრე ცოლს შეირთავდე, თვალები ფართოდ გაახილე, ხოლო როცა შეირთავ, ნახევრად დახუჭე.
ინგლისური ანდაზა
საყვარელ ქალში ეძებე: ჭკუა, ტემპერამენტი, პოეტური განწყობილება, შთამბეჭდაობა, მაგრამ ცოლთან მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო. ამიტომ მასში ეძებე საფუძველი, რასაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს.
ჰენრიკ სენკევიჩი
სხვა გამონათქვამები და ფრაზები წაიკითხეთ "სიბრძნის ენციკლოპედიაში", რომელიც 4 მაისს "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.