დღეში რა რაოდენობის კალცი უნდა მიიღოს პატარამ სრულყოფილი განვითარებისთვის?
დღეში რა რაოდენობის კალცი უნდა მიიღოს პატარამ სრულყოფილი განვითარებისთვის?
ყველასთვის ცნობილია, რომ კარგად კვება ჯანმრთელობის საწინდარია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოზარდს ეხება. მიაჩვიეთ თქვენი შვილი სწორად კვებას ბავშვობიდანვე. როგორ მივაღწიოთ ამას?

რატომ უნდა იყოს ბავშვის საკვები სრულფასოვანი? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მეტად საჭიროებს სასარგებლო და ნოყიერ პროდუქტს.

ისინი აუცილებელია, რათა: მოზარდმა შეივსოს ენერგია, ჩამოუყალიბდეს ძლიერი კუნთები და ძვლები, განვითარდეს გონებრივად და ა.შ. ამ ყველაფრის სრულყოფაში კი ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ - ფასტ-ფუდები, სხვადასხვაფრად შეფერილი სასმელი და უზომო რაოდენობის ტკბილეული.

ამას ციფრებიც ადასტურებს - იმ ქვეყნებში, სადაც სწორედ ფასტ-ფუდის ბუმია, ბოლო 30 წლის განმავლობაში მსუქანი ბავშვების რაოდენობამ კატასტროფულად მოიმატა.

იმისთვის, რომ თქვენი შვილი ნორმალურად განვითარდეს, გაითვალისწინეთ კვების 3 პატარა საიდუმლო:

1. უზრუნველყავით პატარა დაბალანსებული საკვებით

რა ითვლება ბავშვისთვის ერთ სრულყოფილ ულუფად? ორიენტაცია 4-6 წლის ბავშვებზე გავაკეთოთ და დავითვალოთ.

მარცვლეული

1 ნაჭერი პური, 1/2 ჭიქა მოხარშული ბრინჯი ან მაკარონი, 1/2 ჭიქა ფაფა, 30 გრ მიუსლი.

ხორცი და თევზი

60-90 გრ მოხარშული ხორცი, ქათამი ან თევზი, 60 გრ უცხიმო ხორცი შეგიძლიათ 1/2 ჭიქა ლობიოთი ან 2 კვერცხით ჩაანაცვლოთ.

რძის პროდუქტი

1 ჭიქა რძე ან იოგურტი. 60 გრ ყველი.

ბოსტნეული

1/2 ჭიქა უმი ან მოხარშული ბოსტნეული, ჭიქა მწვანილი, მაგალითად, სალათის ფოთლები.

ხილი

100გრ ხილი, 3/4 ჭიქა წვენი, 1/2 ჭიქა დაკონსერვებული ხილი, 1/4 ჭიქა ჩირი.

2. ვიტამინების კომპენსირება

სპეციალისტთა დასკვნით, იმისთვის, რომ ბავშვი სრულყოფილად უზრუნველვყოთ ვიტამინებით, ამისთვის კარგად შედგენილი დიეტაა საჭირო. სამწუხაროდ, ბოსტნეულსა და ხილს, რომელსაც ზამთრის განმავლობაში ინახავენ, გაზაფხულისთვის ვიტამინების მინიმუმი აქვს შენარჩუნებული.

მათი ნაკლებობის შევსება ორგანიზმში პოლივიტამინების დახმარებითაა შესაძლებელი. მათი ჩართვა რაციონში ყოველთვის შეგიძლიათ, როცა ბავშვს ძალიან უქვეითდება მადა.

ვიტამინების გარდა, ბავშვისთვის აუცილებელია მინერალური ნივთიერებები, პირველ რიგში კი, კალციუმი. ძვლები და კბილები სრულყოფილად ჩამოყალიბდება, თუკი თქვენი შვილი 3 წლის ასაკში დღეში 800 მგ კალციუმს მიიღებს.

4-6 წლის ასაკში ეს ციფრი 900-მდე უნდა გაზარდოთ, 7-10 წლის ასაკის ბავშვისთვის კი კალციუმის ყოველდღიური ნორმა- 1100მგ-ს უნდა შეადგენდეს.

კალციუმის საუკეთესო საბადო რძე და ყველია. რა ვქნათ, თუკი ბავშვს სწორედ ეს პროდუქტი არ უყვარს? დაამატეთ რძე ომლეტსა და კარტოფილის პიურეში. გაუკეთეთ მას მდნარი ყველის ბუტერბროდი. კალციუმს შეიცავს ასევე იოგურტი, ხაჭო და სოიოს რძე. თქვენს შვილს ჩამოთვლილთაგან რომელიმე აუცილებლად მოეწონება.

3. შეზღუდეთ ფასტ-ფუდი

იშვიათად დათანხმდით პატარას, ოჯახში მომზადებული კერძის ნაცვლად, ქუჩაში შეძენილი ფასტ-ფუდი მიირთვას.

ითვლება, რომ ცხიმიანი ქათმის 100გრ მკერდის ნაწილი 24 გრ ცხიმს შეიცავს. ჩიზბურგერისა და პიცის ერთ ნაჭერში კი ცხიმების რაოდენობა 22-ია. თუ პირამიდას დავხედავთ, ვნახავთ, რომ სწორი კვების პრინციპით, პატარებმა ცხიმები ყველაზე მცირე რაოდენობით უნდა მიიღონ.

დედიკოების საიდუმლოებები
ხშირად ძალიან ძნელია ბავშვის დარწმუნება იმაში, რომ ესა თუ ის პროდუქტი არ მიირთვას. არსებობს რამდენიმე "საიდუმლო", რომლებიც დაგეხმარებათ, ბავშვს შინ მომზადებული კერძები შეაყვაროთ.

ხორცის კატლეტი ბოსტნეულით


ყოველ ნახევარ კილო გატარებულ ხორცს დაუმატეთ სტაფილო ან ყაბაყი. ასე რომ, თქვენი შვილი ერთი კატლეტის შეჭმით, ცილებთან ერთად, ბოსტნეულის ნორმასაც მიიღებს.

რძის კოქტეილი ხილით

რძესთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ დაკონსერვებული ხილი. სასმელი ბავშვს საწრუპი ჯოხით მიართვით - ასე უფრო მოეწონება.

მაიონეზის ნაცვლად


პურზე გახეხილი ავოკადო წაუსვით.

"სუპერ სუპი" - წყლის ნაწილს სტაფილოს წვენი გაურიეთ. ასე მომზადებული კერძი A ვიტამინის ნამდვილი საბადო იქნება.

პიცა დანამატებით

თუკი პიცის მომზადებას გადაწყვეტთ, სოუსში დაამატეთ დაბლენდერებული ბულგარული წიწაკა. ასე თქვენი შვილი ისე მიიღებს უამრავ ვიტამინს, რომ თავადაც ვერ მიხვდება.

ჟურნალი "და ქალი"
(ივნისის ნომერი)
კომენტარები (2)
Ekie
Yup, that'll do it. You have my arppecatiion.
მირანდა
გთხოვთ მითხრათ 9თვის პატარასთვის რისი მიცემა სჰემიდზლია და რისი არა?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234