15 წლამდე ბავშვს თავისუფლად შეუძლია დაძლიოს ერთდროულად 4 უცხო ენა - Marao

15 წლამდე ბავშვს თავისუფლად შეუძლია დაძლიოს ერთდროულად 4 უცხო ენა

2013-08-15 17:00:54+04:00

ბევრ მშობელს აწუხებს კითხვა – როდის არის უმჯობესი ბავშვისთვის უცხო ენების შესწავლა? ლინგვისტები გვირჩევენ:

გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ყველაზე მგრძნობიარე აღქმა ენების მიმართ ბავშვს 9 თვემდე აქვს, ხოლო 15 წლამდე ბავშვს თავისუფლად, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე შეუძლია დაძლიოს 4 უცხო ენა.

ამასთან, უცხო ენების შესწავლა ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. ასე მაგალითად, მათ, ვინც რამდენიმე უცხო ენა იცის, ტვინი ბევრად მოქნილი აქვს და ბევრად მარტივად წყვეტენ ყოფით თუ გლობალურ პრობლემებს.

მეტიც, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ლონდონის უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტის მსვლელობის დროს დაამტკიცა, რომ უცხო ენების შესწავლა ტვინში რუხი ნივთიერების რაოდენობის მატებას უწყობს ხელს.