როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშვო ბაღს? - Marao

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშვო ბაღს?

2011-08-13 17:00:01+04:00

არიან ბავშვები, რომლებიც სიხარულით მიდიან საბავშვო ბაღში, თუმცა ზოგ ბავშვს ძალიან უჭირს უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან შეგუება და მშობლის კალთას არიან გამოკერებულნი. ასეთ ბავშვებს შემდგომ, სკოლაშიც უჭირთ ადაპტაცია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავუადვილოთ და შევამზადოთ ბავშვი ბაღისთვის:

... არ იმსჯელოთ პატარას თანდასწრებით საბავშვო ბაღთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც გაღელვებთ;

... რაც შეიძლება დროულად გაატარეთ ბავშვი ექიმის მიერ დანიშნულ გამაჯანსაღებელ პროცედურებზე (თუ ამის აუცლებლობა არსებობს);

... საბავშვო ბაღში ბავშვი გავუშვათ მაშინ, როცა ის სრულიად ჯანმრთელია;

... წინასწარვე შეიტანეთ საბავშვო ბაღის რეჟიმის მომენტი სახლშიც;

... ბაღში მიყვანამდე გააცანით პატარას იმ ჯგუფის მასწავლებელი, სადაც ის მოკლე დროში უნდა მივიდეს;

... სასურველია ბავშვი მიიყვანოთ საბავშვო ბაღის იმ ჯგუფში, სადაც მას უკვე ჰყავს ნაცნობი თანატოლები, რომლებთანაც ის თმაშობდა სახლში ან ეზოში.

... რაც შეიძლება დადებითად განაწყვეთ ბავშვი საბავშვი ბაღზე;

... ასწავლეთ სახლში ყველა აუცილებელი თვითმომსახურეობის წესი (მაგალითად, საჭირო ოთახში დამოუკიდებლად შესვლა);

... არ დაემუქროთ ბავშვს საბავშვო ბაღით, როგორც სასჯელით, გაუგონრობის გამო;

... შეამზადეთ თქვენი შვილი თქვენთან დროებით განშორებაზე და გააგებინეთ, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ ის უკვე დიდია;

... არ აჩვენოთ ბავშვს თქვენი ღლვა და ნერვიულობა მისი ბაღში მიყვანის გამო;

... სასურველია დაგეგმოთ შვებულება ისე, რომ საბავშვო ბაღში შეყვანის პირველ თვეს თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა ბავშვი არ დატოვოთ იქ მთელი დღე;

... ხშირად უმეორეთ პატარას, რომ ის თქვენთვის ისეთივე ძვირფასი და საყვარელია, როგორც ადრე;

... განაწყვეთ ბავშვი მაჟორულ ნოტზე, შთააგონეთ, რა კარგია, რომ ის გაიზარდა და უკვე საბავშვო ბაღში დადის;

... შექმენით მისთვის მშვიდი, უკონფლიქტი გარემო სახლში;

... დროებით შეწყვიტეთ სიარული ცირკში, თეატრში, ზოოპარკში. ბევრად შეუმცირეთ სატლეევიზიო გადაცემების ყურების დრო;

... წინასწარ მოუყევით პედაგოგს ბავშვის პიროვნული თავისებურებებზე;

... არ ჩაფუთნოთ, ჩააცვით ჯგუფში არსებული ტემპერატურის მიხედვით;

... შექმენით დასვენების დღეებში მისთვის ისეთივე დღის რეჟიმი, როგორიც საბავშვო ბაღში აქვს;

... არ მოახდინოთ ბავშვის გამოხდომებზე რეაგირება და არ დასაჯოთ ბავშვური კაპრიზებისთვის;

... დაბოლოს, ბავშვის ქცევაში ძლიერი ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.

მედეა ბეჟანიშვილი

ჟურნალი "და ქალი"

(აგვისტოს ნომერი)