ბევრმა იცის, რა მძიმეა ექიმის შრომა. ვიღაცას ოჯახის წევრი ჰყავს ამ საპასუხისმგებლო პროფესიის, ზოგს თავად დასჭირვებია მკურნალობა და თვალყური უდევნებია ამ ადამიანების მუშაობისთვის.
ექიმის ხელში ადამიანის სიცოცხლეა, ამიტომაც მასზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
ისტორია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ნამდვილად გულისამაჩუყებელია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რა რთულია, იყო ექიმი და რომ ამქვეყნად კიდევ არსებობს სიკეთე და სამართალი.
ოთხი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, დაღლილი და ლამის უკვე ტრანსის მდგომარეობამდე მისული ქირურგი ქუჩაში გავიდა. მას თვალებში უბნელდებოდა და თავში ყველაფერი ერეოდა... ქალი ფეხზე ძლივს იდგა. სურდა, სახლში მალე მისულიყო და დაეძინა. მაგრამ ცოტა რამ მაინც უნდა ეჭამა მთელი დღის ნაშიმშილებს. ექიმი უახლოეს კაფეში შევიდა წასახემსებლად.
ქალმა ჩქარ-ჩქარა მიირთვა და კაფედან რომ უნდა გამოსულიყო, კაფეს მფლობელმა მიიპყრო მისი ყურადღება, მხარზე შეეხო და უთხრა:
- ექიმო, რთული დღე გქონდათ? თქვენი ვახშამი გადახდილია და ტაქსი გამოძახებული...
როცა ქალი გონს მოვიდა, გაოცებულმა ჰკითხა:
- რა იცით, რომ ექიმი ვარ?
- უბრალოდ, რომ მიირთვით, მიმტანს უთხარით: "მე დავასრულე. დაითვალეთ ინსტრუმენტები და გაკერეთ".
თუკი ამქვეყნად სამართალი არსებობს – ექიმებისთვის ცალკე სამოთხე უნდა არსებობდეს!