რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს შურთ ჩვენი - რჩევები დავით კენჭაძისგან
რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს შურთ ჩვენი - რჩევები დავით კენჭაძისგან
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც თქვენ მიდიხარ წინ თქვენს კარიერულ ცხოვრებაში, ვითარდებით, თუმცა ამ დროს სიტუაცია იძაბება თქვენს გარშემო მყოფებთან.

ადამიანები, რომლებსაც თქვენ თვლიდით მეგობრებად, უცებ აღმოჩნდებიან თქვენ მიმართ არაკეთილმოსურნეები. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს, როცა ადამიანები, რომლებსაც ენდობოდით, აღარ გექცევიან მეგობრულად? ამ ყველაფრის გამომწვევი მთავარი ფაქტორი შურია. არსებობს ორი შური: პირველი - როცა ადამიანს სურს გაიმეოროს მიღწეული წარმატება, რასაც თეთრ შურს ეძახიან და მეორე - ე.წ. შავი შური, როცა ადამიანები ფიქრობენ, ცდილობენ და ოცნებობენ თქვენს წარუმატებლობაზე, სურთ, აღარ აკეთოთ ის, რაც კარგად გამოგდით, არ გეკავოთ მაღალი პოზიციები კარიერაში და არ გქონდეთ მაღალი შემოსავალი.

იბადება შეკითხვა - რა გავაკეთოთ ასეთ დროს, რომ არ გავაფუჭოთ ურთიერთობა და თან ამ ადამიანის მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულებაც დავაბალანსოთ? რეალურად ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომლისგანაც მსგავსი დამოკიდებულება იგრძნობა. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?

პირველ რიგში, მოგცემთ ერთ რჩევას, რომელიც ამ სიტუაციის მართვაში დაგეხმარებათ. შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოსდის და არ არის აუცილებელი, თქვენც ანალოგიურად მოიქცეთ და სამაგიერო გადაუხადოთ მათ. განსაკუთრებით, თუ შური სამსახურებრივია, ეს დროებითია. მთავარია, პირველ რიგში, არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს ამჩნევთ და ცუდად მოქმედებს ეს თქვენზე. რადგან ამ შემთხვევაში თუ ის გრძნოს, რომ მისი შური და ქმედებები თქვენზე ცუდად აისახება, გააგრძელებს იმავეს. არ მიაქციოთ ყურადღება და ჩათვალეთ, რომ ის ამას საერთოდ არ აკეთებს.

მეორე რჩევაა გამოიყენოთ ემპათია, რომელიც დაგეხმარებათ მიხვდეთ და ჩამოყალიბდეთ, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ადამიანი შურიანი თქვენ მიმართ. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შრომობს ბევრს და ამის მიუხედავად, არაფერი გამოსდის. თქვენ მიდიხართ წინ და ის ამას ვერ ახერხებს. თქვენ მასზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძლიერი ხართ. ამ შემთხვევაში უნდა აპატიოთ და ჩადენილი შეცდომის გამო სამაგიერო არ გადაუხადოთ.

მესამე რჩევა - დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი. თუ ადამიანები აღიარებენ თქვენს წარმატებას და ამაში დარწმუნებულებიც არიან, მათ აღარ შურთ თქვენი. შურთ სხვებს? ესე იგი, ისინი არ გთვლიან საკმარისად წარმატებულად. შესაბამისად, მიიღეთ გადაწყვეტილება, გახდეთ უფრო მეტად ძლიერი მათ თვალში. შეეცადეთ, სამსახურში მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს. განსაკუთრებით კი, იმუშავეთ თქვენს რეპუტაციაზე, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება გარშემომყოფების დამოკიდებულებაში თქვენდამი. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ დაწინაურება და შესაბამისად, შურიც გაქრება.

წყარო
კომენტარები (1)
maia xashureli
მე პირადად შურიანების მიმართ ყველა კეთილ,რასაც თქვენ გვირჩევთ ყველაფერი ვცადე მაგრამ არაფერი უშველის ბოროტს თუ ჩაფიქრებული აქვს..შენ რომ ვერ გერევიან შენს ახლობელს ყიდულობენ..და წლების ნაშენებს დღეს მეოთხედ ვცდილობ...
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ და დიდი შრომის შედეგად მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი