რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
ნუ იფიქრებთ იმას, რომ ახალი წლის დადგომამდე ჯერ დრო გაქვთ და ყველაფერს მოასწრებთ!
დღესასწაულები ისე შეუმჩნევლად მოვა, ვერც მიხვდებით... და თუ წლის შეჯამება და სამსახურის საქმეების დროულად მოსწრება შესაძლებელია, სტრესისგან გატანჯული ორგანიზმის აღდგენა ბევრად რთული იქნება.

იმ პერიოდში, როცა ყველაფერი მოსასწრებია, მნიშვნელოვანია, რომ არ დაიძაბოთ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს რჩევა, მაგრამ როცა ახალი წლის წინ თქვენ მიერ გადასაწყვეტი ამოცანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, შესაბამისად, იწყებთ თავდაუზოგავად შრომას და ფიზიკურადაც ძალიან იღლებით. ამას პლუს ნერვიულობა და სტრესი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა არც გადაიწვათ და ამასთან, ნაყოფიერი იყოს თქვენი შრომა.

ნუ შეწირავთ ძილს!


ეს მხოლოდ ერთადერთ რამეს ნიშნავს – უნდა გამოიძინოთ. თუკი მართლა გსურთ, დაიმუხტოთ ენერგიით და მოასწროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ახალ წლამდე, აჯობებს, წინასწარ დაგეგმოთ დღე ისე, რომ ძილისთვის საკმარისი დრო დაიტოვოთ. თუნდაც ერთი დამატებითი საათი ძილისთვის საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდეს და ძალები აღიდგინოთ.

მიდით სამსახურში პოზიტიური განწყობით


თუნდაც გარეთ მოღუშული ამინდი იყოს, ციოდეს, გამონახეთ საკუთარ თავში ძალა, დატკბეთ ახალი დღით. თქვენი დადებითი ენერგია კოლეგებსაც დამუხტავს და ყველა ერთად ოპერატიულად შეასრულებთ სამსახურის საქმეებს.

განსაზღვრეთ პრიორიტებები


შეადგინეთ დღის გეგმა, რაღაცები კოლეგებს გადაუნაწილეთ. ყველაფერი ერთდრულად სასწრაფო და მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ამიტომაც "ცხელი" საქმეებიდან განსაზღვრეთ პრიორიტეტულები. არასასწრაფო საქმე გადაიტანეთ იანვრისთვის – ეს იმაშიც დაგეხმარებათ, დღესასწაულების შემდეგ სწრაფად ჩადგეთ სამუშაო ფორმაში.

გამოიყენეთ შესვენება სასარგებლოდ!


სადილმა შეიძლება დაიკავოს ერთი საათი, ნახევარი ან 10 წუთი. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ, ეფექტურად დახარჯოთ ეს დრო. მაგალითად, სადილის შესვენება შეიძლება შეუთავსოთ საქმიან შეხვედრას და დროის სერიოზული ეკონომია გააკეთოთ.

არ დაგეგმოთ ზედმეტი პირადი და საქმიანი შეხვედრები


ისინი შესანიშნავად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტელეფონის ზარებით ან ონლაინ-კონფერენციებით. ეს დროს საგრძნობლად დაგიზოგავთ. მით უმეტეს, რომ წინასაახალწლოდ გზებიც საკმაოდ გადატვირთულია. რისკავთ, საათები გაატაროთ საცობებში.

გადააქციეთ წინასაახალწლო დრო შთაგონების წყაროდ!

დღესასწაულებზე ფიქრი მოტივირებულს გაგხდით, მოასწროთ დაგეგმილი საქმე დროულად. ხოლო როცა ყველაფერს ხუთიანზე შეასრულებთ და დაასრულებთ, შეძლებთ მთელი არსებით დატკბეთ დღესასწაულებით და კმაყოფილი იყოთ მთელი წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებული საქმეებით!

You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16:04 / 24-11-2015
ბრიტანულმა კორპორაციამ, Magic Circle-მა, რომელიც 5 წამყვან იურიდიულ კომპანიას მოიცავს, გადაწყვიტა, შეემუშავებინა ექსპრეს-ტესტი ახალი თანამშრომლების ყველაზე ძლიერი მხარეების გამოსავლენად.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ და დიდი შრომის შედეგად მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
"არ ვამბობ, რომ გიგომ იქ ისწავლოს, სადაც მაღალ ინტელექტუალურ დონეს ითხოვენ" - რატომ ვერ ხდება გიგო მსახიობი
16:35 / 08-11-2016
გიგო შიუკაშვილი ქართველმა მაყურებელმა "იქს ფაქტორის" საშუალებით გაიცნო. მან მალევე შეძლო როგორც მენტორების, ისე მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. გიგო 21 წლისაა და ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში, მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა.
7 უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომ არ უნდა იაროთ სამსახურში, როცა გრიპი გაქვთ
13:29 / 28-10-2016
გაციების სეზონი მოგვიახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისის თანამშრომლების უმეტესობა გაციებული ივლის სამსახურში. მეცნიერების კვლევით, დაავადებული თანამშრომლების 90 პროცენტი სამსახურში სიარულს აგრძელებს, თუმცა, ექიმების რჩევით, ისინი სახლში უნდა ისხდნენ.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე წარმატებულნი კარიერაში
10:11 / 19-10-2016
ადამიანებს ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრიორიტეტი აქვთ ცხოვრებაში. ვიღაცისთვის თუ მეორე ნახევრის პოვნა და ჰარმონიული ოჯახის შექმნაა მნიშვნელოვანი, სხვა ამ დროს კარიერულ მიღწევებზე ხარჯავს მთელ პოტენციალს. თუმცა იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნებით პროფესიულად არამხოლოდ თქვენი მონდომება, არამედ ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტაც განაპირობებს.
23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება
13:18 / 02-09-2016
23 წლის თეკლა ვეკუა უკვე წელიწადნახევარია, საკუთარ ბიზნესს უძღვება. კარგი იდეა, სწორად დასახული მიზანი და ბევრი შრომა - ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, ალბათ, ნამდვილად საკმარისია. თეკლას ჩანაფიქრი, შეექმნა პირველი "ბარბერ შოპი" თბილისში, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოემსახურებოდა, რეალობად 2015 წლის დეკემბერში იქცა.
ზოდიაქოს ნიშნების ანტიმოწოდება - რა საქმეს არ უნდა შეეჭიდოთ ჰოროსკოპის მიხედვით
12:30 / 29-07-2016
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ადამიანებს ესა თუ ის გამოკვეთილი სახასიათო თვისებები გააჩნიათ, თუმცა შესაძლებლობები მათ შორის განსხვავებულია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28