7 უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომ არ უნდა იაროთ სამსახურში, როცა გრიპი გაქვთ
7 უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომ არ უნდა იაროთ სამსახურში, როცა გრიპი გაქვთ
გაციების სეზონი მოგვიახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისის თანამშრომლების უმეტესობა გაციებული ივლის სამსახურში. მეცნიერების კვლევით, დაავადებული თანამშრომლების 90 პროცენტი სამსახურში სიარულს აგრძელებს, თუმცა, ექიმების რჩევით, ისინი სახლში უნდა ისხდნენ.
შემდეგში, როცა გაცივდებით და სამსახურს გააცდენთ, ეს 7 მიზეზი მოიყვანეთ არგუმენტად.
დაავადება სწრაფად ვრცელდება ოფისში. არიზონის უნივერსიტეტის ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ თუ გაციებული ადამიანი ოფისში 4 საათს მაინც გაატარებს, ნახევარზე მეტ თანამშრომელს გადასდებს გრიპს.

მიკრობები საშიშია
გაციების ბაქტერია საკმაოდ ძლიერია, მყარ საფარზე (მაგიდა, კლავიატურა, სკამი) 48 საათი შეუძლია იცოცხლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გაციებული თანამშრომელი სამსახურში მოვიდა და მასთან უშუალო შეხება არ გქონიათ, ორი დღე მაინც გაქვთ ავად გახდომის შანსი.
კოლეგები არ ზრუნავენ თქვენზე
ოფისის თანამშრომლების უმეტესობა არ იბანს ხელებს, არც ქუჩიდან სამსახურში მოსვლისას და არც ტუალეტიდან გამოსვლისას. ასე რომ, ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევა შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს.
თქვენი მაგიდა ბაქტერიების ბუდეა
კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ სამუშაო მაგიდაზე უფრო მეტი მიკრობი გროვდება, ვიდრე უნიტაზზე. მოერიდეთ კომპიუტერის წინ ჭამას.
ავადმყოფი ადამიანი შრომის უუნაროა
2012 წელს ჩატარდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოკვლევა და დადგინდა, რომ გრიპის დროს ოფისში მუშაობა 60 პროცენტით დაქვეითებულია. გაციებულ თანამშრომელს მუშაობის თავი არა აქვს და სახლში წასვლის დროს ელოდება.
გრიპი ფეხზე არ უნდა გადაიტანოთ
თუ გაციების დროს სამსახურში მაინც დადიხართ, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდებით და სეზონზე დაავადების შანსი კიდევ 20-30 პროცენტით მოიმატებს. თქვენი გმირობა - გაციებული სამსახურში სიარული - თქვენთვისაც საზიანოა და თქვენი კოლეგებისთვისაც.
ზარალი კომპანიისთვის
60 პროცენტი, რომელსაც კომპანია დაზღვევაზე იხდის, უკვალოდ ქრება. მაგალითად, ის ფაქტი, რომ უმეტესობა გრიპის დროს სამსახურში სიარულს ამჯობინებს, ამერიკულ ეკონომიკას ყოველწლიურად 227 მლრდ დოლარით აზარალებს. ასეთი კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა, დანაკარგი აქაც კოლოსალური იქნება.

დაბოლოს, თუ ავად გახდით, შინ დარჩით და იმკურნალეთ, ვიდრე კოლეგებიც დააავადოთ და ქვეყნის ეკონომიკასაც ზიანი მიაყენოთ.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:51 / 24-03-2017
მაკიაჟის მიმართ სიყვარული საკუთარ თავში რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, Instagram-ვიდეოების დახმარებით.
13:32 / 23-03-2017
როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ენდოკრინოლოგი და პროფესორი ეშლი გროსმანი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსია, ამტკიცებს, რომ სხეულის გაგრილებას ძილის დროს 2 გრადუსით, შესამჩნევი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
11:08 / 14-03-2017

სილამაზე კი არ გადაარჩენს მსოფლიოს, არამედ ჭკვიანი და მოსაზრებული ქალი! იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

13:10 / 11-03-2017
თუ ტუში გამოგიშრათ, ან რუმიანა დაგემსხვრათ, მათ "სიცოცხლეს" ადვილად დაუბრუნებთ.
13:23 / 02-03-2017
Plus Size – ტანსაცმლის ზომა 46–48-დან ზემოთ. ქალი Plus Size – მსხვილი ფორმების მქონეა.
13:10 / 01-03-2017
შავი წერტილების მოცილების მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ თქვენთვის იდეალური თუ ჯერ არ გიპოვიათ, გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა.
11:28 / 01-03-2017
გინდა, ლამაზი სხეული გქონდეს? შეინარჩუნო სილამაზე და ახალგაზრდა კანი? გამოიყენე ჰოლივუდის მსახიობის, ევა ლონგორიას რჩევები.
13:14 / 17-02-2017
1. სახის გაწმენდა
მინერალური წყალი რბილად გაწმენდს სახის კანს, დაატენიანებს და გააუმჯობესებს სახის ფერს.
13:16 / 10-02-2017
ყველა ქალს სურს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. საბედნიეროდ, ამისათვის არ არის საჭირო უზარმაზარი თანხის დახარჯვა ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და საშუალებებზე. სილამაზის საწინდარი ხომ სწორი მოვლაა!
14:37 / 27-01-2017
თუ გრიპის მკურნალობა წამლის მაგივრად კონიაკით გადაწყვიტეთ, თქვენთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ და დიდი შრომის შედეგად მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
"არ ვამბობ, რომ გიგომ იქ ისწავლოს, სადაც მაღალ ინტელექტუალურ დონეს ითხოვენ" - რატომ ვერ ხდება გიგო მსახიობი
16:35 / 08-11-2016
გიგო შიუკაშვილი ქართველმა მაყურებელმა "იქს ფაქტორის" საშუალებით გაიცნო. მან მალევე შეძლო როგორც მენტორების, ისე მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. გიგო 21 წლისაა და ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში, მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი