წუწუნებ, ოცნებობ, მაგრამ არ აკეთებ! რა გიშლის ხელს გამდიდრებაში?
წუწუნებ, ოცნებობ, მაგრამ არ აკეთებ! რა გიშლის ხელს გამდიდრებაში?
ვის აინტერესებს, რა არ გამოგდის, არ გიმართლებს. გგონია, ვინმე შეგიცოდებს, თუ შენ მაგივრად გააკეთებს რამეს? გინდა? გააკეთე! გინდა სამსახურის შეცვლა? შეცვალე! გინდა რამის სწავლა? ისწავლე! თუ რეპეტიტორებთან სიარულის დრო და გადახდის საშუალება არ გაქვს, ინტერნეტში უამრავი საიტია, სადაც უფასოდ მიიღებ ცოდნას.

ნუ გადაიხდი ზედმეტს
თანხის გარკვეულ რაოდენობას დაზოგავ, თუ ზოგიერთ საქმეს თავად შეასრულებ და სხვისი დახმარება და მით უმეტეს, ფულის გადახდა არ დაგჭირდება. დაალაგე სახლი, გადააკეთე კაბა, თავად გამოაცხვე ნამცხვარი. აბა, დაითვალე, რამდენს მოიგებ. მაგ ფულით უკეთეს რამეს შეიძენ.

არ იზარმაცო
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 9-დან 18 საათამდე ოფიციალურად მუშაობენ და შემდეგ ისევ მუშაობენ ან ყოველდღიურად რამდენიმე საათს, ან კვირაში რამდენიმე საათს. იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ და არ იწუწუნონ მუდმივად უფულობასა და სიზარმაცეზე. ის, რასაც სამსახურში გიხდიან, შეგიძლია ისევე ხარჯო, როგორც ადრე ხარჯავდი, მაგრამ თუ დამატებით სამუშაოს შეასრულებ (ქსოვა, სამკაულების კეთება, ბავშვების მომზადება უცხო ენაში და ა.შ), შეგიძლია გადადო მანქანის საყიდლად, სამოგზაუროდ. დაითვალე, მთელი წლის მანძილზე რამდენს დააგროვებ.

უკეთესის ძიებაში
ნუ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გგონია, უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ, პირდაპირ კაბინეტში გაგიშვებენ სამუშაოდ. გამოცდილების გარეშე მხოლოდ ძლიერი ნაცნობები თუ მოგიხერხებენ სამსახურში მოწყობას. უმჯობესია, მცირედით დაიწყო (შესაბამისად, მცირე ხელფასით). ამით გამოცდილებასაც მიიღებ, ნაცნობებსაც გაიჩენ და არც საწუწუნოდ გეცლება. სცადე, დარწმუნებული ვარ, გამოგივა.

არ უფრთხილდები იმას, რაც გაქვს
თუ ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებს გაუფრთხილდები, ისინი უფრო მეტხანს გაგიძლებს და არც მოგიწევს დაუდევრობის გამო მათი ხშირ-ხშირად ცვლა. ამით კი საკმაო თანხას დაზოგავ.

ერთი და ხარისხიანი
ნუ გადაყრი ფულს უაზრობებში (უხარისხო სამოსი, მომწამვლელი საკვები, იაფფასიანი ნივთები). იყიდე ერთი და კარგი.

დაგეგმე
ხომ იცი, რომ ყოველ ზაფხულს დასასვენებლად უნდა წახვიდე? იანვრიდან დაიწყე ფულის მოგროვება. მცირე თანხა გადადე და ზაფხულისთვის ნაწილი თანხის უკვე შეგროვებული გექნება. ასე უმჯობესია, ვიდრე ვალებით დაისვენო და ნახევარი წელი იხადო. ყავის ქილაში დაიწყე მონეტების (ერთ და ორლარიანის) შეგროვება. ჩაყარე მორჩენილი ხურდა და რამდენიმე თვეში სოლიდური თანხა დაგიგროვდება.


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ და დიდი შრომის შედეგად მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი