ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენები"?
ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენები"?
"ბიზნესი მაღალ ქუსლებზე" - ზოგჯერ ასეც უწოდებენ საქმოსან ქალბატონებს. ჩვენ ვცადეთ, ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენების" რეიტინგი შეგვედგინა. რა თქმა უნდა, ძნელია, ზუსტად დაადგინო, რა ქონება აქვთ უმდიდრეს ქართველ ქალებს, თუმცა, მათი ბიზნესწილებისა და საქმიანობის შეფასებით შთამბე­ჭდავ სურათს ვიღებთ.

ქეთი მელუა
ქართველ მომღერალ ქეთი მელუას რამდენიმე წელია, მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ­ებს შორის მოიხსენიებენ. სხვადასხვა შეფასებით, შოუბიზნესის ვარსკვლავის ქონება 12 მილიონი ფუნტია, რაც, ძირითადად, მილიონობით გაყიდული ალბომისა და შემოსავ­ლიანი გასტროლების შედეგია. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გინესის­ რეკორდების წიგნში შეიყვანეს ზღვის დონ­იდან ყველაზე ღრმა წერტილში კონცერტ­ის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა ბენდმა­ ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრის სიღრმეზე, გაზის ჭაბურღილის შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.

ქეთა თოფურია
რა სიმდიდრის პატრონია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ქეთა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია. თოფურია აცხადებს, რომ საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში­ და ძვირად ღირებული საოცნებო­ მანქანა საკუთარი შრომით შეიძინა. ქეთამ მომავალი მეუღლე, ებრაელი ბიზნესმ­ენი ლევ გეიხმანი­ თვითმფრინავში გაიცნო. გავ­რცელებული ინფორმაციით, გეიხმანს ნავ­თობის ბიზნესი აქვს და სურს, ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.

ელა იაკობაშვილი
ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს - ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დო­ლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხო­ვ­რობს. ევროპაში მულტიმილიონერ­ დავით­ იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე­ განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთ­ად სილამაზის სალონ "ჟენშენს" ხსნიდა. მაშინ ელამ მასთან მდივნად დაიწყო მუშაობა...

ნინო ვასაძე
ის უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის - "უკრავტოს" მფლობელ ტარიელ ვასაძის ქალიშვილია. ტარიელი მსხვ­ილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი­ და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიც­იალური დილერია. ტარიელ ვასაძის ქალ­იშვილს ახალგაზრდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბიზნესლედის უწოდებენ. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობა) ფინანსური დირექტორია და "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოსაც უდგას სათავეში. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნ­ალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის­ ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.

ინა გუდავაძე
გაზეთმა "სანდი თაიმსმა" ბრიტანეთისა­ და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზ­უ­რი­ - RICH LIST-2014 - გამოაქვეყნა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანი შეიყვანა. მათ შორის არიან ინა გუდავაძე­ და ქეთი მელუა. ოლიგ­ა­რქ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ტელეკომპანია "იმედის"­ მფლობელია. პატარკაციშვილების ოჯახს წილ­ე­ბი­ და აქტივები როგორც საქართველოში­ არსებულ კომპანიებში,­ ასევე აშშ-ში, სერბეთში, მარ­ოკოში, ესპანეთსა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აქვს...

სრულად იხილეთ: bpn.ge
კომენტარები (1)
ქალი
აქედან ყველამ ვიღაცისგან მიიღო ფული, თაივისით ვინ იშოვა? ნუ ქეთი მელუას გარდა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
10 ვარსკვლავი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ და დიდი შრომის შედეგად მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
"არ ვამბობ, რომ გიგომ იქ ისწავლოს, სადაც მაღალ ინტელექტუალურ დონეს ითხოვენ" - რატომ ვერ ხდება გიგო მსახიობი
16:35 / 08-11-2016
გიგო შიუკაშვილი ქართველმა მაყურებელმა "იქს ფაქტორის" საშუალებით გაიცნო. მან მალევე შეძლო როგორც მენტორების, ისე მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. გიგო 21 წლისაა და ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში, მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი