ეს სისუსტეები ძალიან ბევრ ქალს ახასიათებს.
შეცდომის აღიარება კი უკვე მისი გამოსწორების საწინდარია. რა თქმა უნდა, ყველა აქ ჩამოთვლილი სისუსტე ერთ ქალში თავმოყრილი ვერ იქნება. სამაგიეროდ, ერთ-ორ საკუთარ ნაკლსაც აღმოაჩენთ და იქნებ სხვანაირად დაფიქრდეთ მასზე.
რა არის ჭკვიანი ქალის მთავარი შეცდომები?
ქმრის პრობლემების თავად მოგვარების მცდელობა
თუ მამაკაცი მუდმივად არასასურველ სამუშაოზე, მკაცრ უფროსზე ან დედასთან ცუდ ურთიერთობაზე წუწუნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ამოქმედდეთ. მამაკაცმა თავად უნდა მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც დისკომფორტს უქმნის. თუ ვერ ახერხებს, თავი დაანებეთ - ნუ ეცდებით ამ პრობლემების მის მაგივრად გადაჭრას.
ფიქრი, რომ წარსული ურთიერთობები ისევ მნიშვნელოვანია მისთვის
რაკი ეს ურთიერთობა დასრულდა, ესე იგი, ამის მიზეზი არსებობდა. არ არის საჭირო გამუდმებით მის წარსულში ქექვა. ჯობია, ეს ძალისხმევა თქვენს ახლანდელ ურთიერთობას მოახმაროთ. პატივი უნდა სცეთ მის პირად ცხოვრებას, რომელშიც თქვენ საერთოდ არ მონაწილეობდით. ბოლო-ბოლო, მონასტრიდან გამოსული არც თქვენ ხართ, არა?
ქმრის ნება-სურვილს დამორჩილება
ოჯახური ურთიერთობები გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი განათლებაც, კარიერაც, გატაცებებიც, მეგობრებიც მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვდით და ახლა ქმარზე უნდა იზრუნოთ. ეს ზედმეტი მსხვერპლია.
არაფრის შეცვლა, როცა მის ცხოვრებაში მამაკაცი ჩნდება
როგორც გათხოვებამდელ ცხოვრებაზე უარის თქმა არ ღირს, ასევე შეცდომაა უცვლელად განაგრძოთ ძველი ცხოვრება. ღამის გართობები და გამუდმებული მივლინებები ძალაში ვეღარ დარჩება. თქვენ უკვე ორნი ხართ და კომპრომისების ძებნაც საჭიროა.
იხილეთ სრულად