ქირომანტია – უძველესი მეცნიერებაა, რომელიც 1000 წელს ითვლის. ის ინდოეთში დაიბადა და ინდუისტურ ასტროლოგიაში დღესაც ფართოდ გამოიყენება. ქირომანტია უძველეს ჩინურ წიგნებშიც მოიხსენიება. ამ მეცნიერების მიმართ ინტერესს არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელიც იჩენდნენ.
საინტერესოა, რაზე მიუთითებს ხელისგულზე გავლებული ქორწინების (სიყვარულის) ხაზები. იმაზე, თუ როგორ მიმართებაში არის ისინი ერთმანეთთან, ქირომანტიის მიხედვით, თქვენი ქორწინების ბედის განსაზღვრაა შესაძლებელი.
უბრალოდ, შეაერთეთ ორივე ხელისგული ერთმანეთთან, შემდეგ კი გადმოატრიალეთ. დააკვირდით, როგორ მდებარეობს ერთმანეთთან ორი ყველაზე მსხვილი ხაზი თქვენს ხელისგულებზე.
თუკი ორივე ხაზი თანაბარ სიმაღლეზეა, ესე იგი, თქვენ მშვიდი, კარგად აღზრდილი ადამიანი ხართ.
ამის მიუხედავად, თქვენი განმასხვავებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ გიყვართ მკვეთრი, ხან კი დამანგრეველი ცვლილებები ცხოვრებაში. უფრო სარწმუნოა, რომ თქვენ ცხოვრების მეგზურად აირჩევთ ისეთ ადამიანს, ვისაც თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები არ ისურვებდნენ.
სამაგიეროდ, მეორე ნახევართან ურთიერთობისას თქვენ სავსებით ადეკვატური ხართ და უფრო ლოგიკას ეყრდნობით, ვიდრე ემოციებს. ეს ბევრ რამეში გშველით. სწორედ ამიტომაც, ქირომანტიის მიხედვით, თქვენ მყარი ქორწინება გექნებათ.
თუკი სიყვარულის ხაზი მარჯვენა ხელზე უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე მარცხენაზე, ესე იგი, თქვენ დროზე ადრე დაბრძენებული ადამიანი ხართ.
თქვენთვის დამახასიათებელი ნიშანია: "დროზე ადრე გაზრდა", ასაკთან შეუფერებელი განვითარება.
თქვენ თავისუფალი ხართ და იშვიათად გადარდებთ ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფნი. ამასთან, თავად თქვენ ადამიანებსა და საგნებს ზუსტად ისე აფასებთ, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. თქვენგან რაიმეს დამალვა ან დაფარვა თითქმის შეუძლებელია.
იმისათვის, რომ თქვენი ქორწინება მყარი იყოს, უნდა იპოვოთ თქვენსავით განვითარებული ადამიანი. მხოლოდ ასეთთან ჰპოვებთ ჰარმონიას და იდილიას.
თუკი მარცხენა ხელზე გავლებული სიყვარულის ზოლი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე მარჯვენასი – ესე იგი, თქვენ ძლიერი და საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ადამიანი ხართ.
თქვენთვის ყველაზე დიდი სტიმულის მომცემია საკუთარი თავის მიმართ გამოწვევის მიცემა. თქვენ ვნებიანი საყვარელი ხართ და ყოველთვის იქცევთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას.
ქორწინებაში რაღაც არაორდინარული გელით: თქვენ პარტნიორად შეიძლება აირჩიოთ ან ყოფილი სტუდენტი, ან უცხოელი ეგზოტიკური ქვეყნიდან. შესაძლოა, თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყოს ან რაიმე ისეთი, რასაც საზოგადოება "პრობლემად" აღიქვამს, თქვენთვის კი ეს – მხოლოდ და მხოლოდ უნიკალური "ფიშკაა".