ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოლითა და სამი შვილით სამსართულიან სახლში ცხოვრობს.
მათი ინტერიერი, გემოვნებით მორთული ოთახები უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა jetseter.ua-მ შეაფასა, ფოტოებიც გადაუღეს და განათავსეს საიტზე. ჩვენს მკითხველებსაც ვაძლევთ საშუალებას, დაათვალიერონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახური წყვილის სახლი.
სამსართულიანი სახლი თბილისში, ვაკეში მდებარეობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობია და ოჯახი იქ კახას გამინისტრებიდან მალევე გადავიდა. სახლის გაფორმებაში კახას ეხმარებოდა თავისი მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი.
ის დაეხმარა ასევე კალაძეს ქალაქგარეთ აგარაკის გაფორმებაში, რომელიც შედარებით მკაცრი და მინიმალისტური გამოვიდა. "თუ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურება სრულიად შავი აუზი, ჩვენთან ჩამოდით და გაჩვენებთ", - იცინის ანუკი. თუმცა დავუბრუნდეთ თბილისურ სახლს.
სახლში პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიიდან არის ჩამოტანილი, ძველებურ ნივთებს კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოუყარეს თავი ოჯახის წევრებმა.
გაგრძელება