ზედმეტი წონა და სტრესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემებია.
მათ სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან და ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც, სხვათა შორის, კომფორტულიც არის, ინტერიერის შეცვლაა. რასაკვირველია, შედეგი დიეტებსა და ლიპოსაქციას არ შეედრება, მაგრამ მაინც დაგეხმარებათ.
უმთავრესი ადგილი, სადაც კალორიების წყაროა თავმოყრილი და სადაც მივირთმევთ, სამზარეულოა. სწორედ მის ინტერიერზე უნდა იზრუნოთ, თუ გახდომა გსურთ, ან უფრო სწორად - გსურთ, ნაკლები ჭამოთ.
1-ლი რჩევა: მეცნიერებმა რა ხანია, იციან, რომ ზოგიერთი ფერი მადის სტიმულირებას ახდენს, სხვები კი მადას აქვეითებს. მადის აღმძვრელ ფერებს მიეკუთვნება მოყვითალო, მოყავისფრო, ზოგიერთი მწვანე ტონი. მადას აქვეითებს ლურჯის ყველა ელფერი და ზოგიერთი იისფერი.
თუ თქვენი სამზარეულო ლურჯ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, ნაკლებს შეჭამთ. გამოცდილებით არის დადასტურებული ასევე, რომ თეთრ ან ყვითელ ჭურჭელზე დალაგებული საკვები უფრო მიმზიდველია, ვიდრე – ლურჯზე. ლურჯ თეფშებზე დადებულ საკვებს ხშირად ბოლომდე არ ამთავრებენ. მათზე ულუფებსაც ნაკლებს დებენ.
ამბობენ, რომ მადაზე ასევე ცუდად მოქმედებს მკვეთრი წითელი და მუქი ბორდოსფერი. თუმცა ამ ფერებში კედლების გადაღებვა არა მხოლოდ მადას დაგიქვეითებთ, განწყობაზეც იქონიებს გავლენას, რადგან ინტერიერში ისინი გამაღიზიანებელ ფერებად მიიჩნევა. გაგრძელება