გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე 1990-იანი წლების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. რამდენიმე საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე მოიპოვეს გამარჯვება, მოიპოვეს იქ სახელი და არც ისე დიდი ხნის წინ დალასში გახსნეს თავიანთი სტუდია - Gocha & Shorena's Center of Dance, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცენტრში ბავშვებიც დადიან და უფროსებიც, რომლებსაც ან პროფესიონალურად უნდათ ცეკვების შესწავლა, ან კიდევ საქორწილო ცეკვის დადგმა სურთ. წყვილი ამ ადგილას ძალიან დიდ დროს ატარებს და ისე მოაწყვეს ცენტრი, როგორც თავად სურდათ და მოსწონდათ. აქ ეთნიკური სტილისა და ავანგარდის ნაზავი იგრძნობა. სავარჯიშო დარბაზთან ერთად არის მოსასვენებელი კუთხე და საგულშემატკივრო ტერიტორია. საკმაოდ დახვეწილია გარშემო ყველაფერი.
რაც შეეხება სახლს, წყვილი ვაჟთან - ლევანთან ერთად ცხოვრობს და როგორც ამბობენ, ძალიან მეგობრობენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან. ზაზა ხშირად სტუმრობს მათ - მოცეკვავეების სახლი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეკლექტიკურია. იხილეთ ფოტოგალერეა...