რა დავუძახოთ დედამთილს? ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია.
ისეც ხდება, იმის გამო, რომ რძალი დედამთილს დედას არ ეძახის, ამას კონფლიქტური სიტუაციებიც კი მოჰყვება ხოლმე. ზოგი კი პირდაპირ ავალდებულებს რძალს, რომ "დედა" დაუძახოს. ისეც ხდება, რძალი ვერ ახერხებს ვერც დედის დაძახებას, ვერც დეიდის ან სახელით მიმართვას და მათი ურთიერთობა ბოლომდე ისე მიმდინარეობს, რომ როცა დაძახება უნდა, რძალი იძულებულია, ან სხვას დააძახებინოს, ან საერთოდაც ვერ ეძახის და ელოდება მომენტს, თავისით როდის მოიხედავს - დიახ, ასეთი კურიოზული მომენტებიც ხდება ხოლმე.
ეს საკითხი ცოტა ხნის წინ დედების ჯგუფში განიხილეს და მას ბევრი ახალგაზრდა თუ შუახნის დედა გამოეხმაურა. გადავხედოთ მათ კომენტარებს და გავიგოთ, ეძახიან თუ არა დედამთილს "დედას" და რას ფიქრობენ საერთოდ ამ საკითხზე:
"ეგრე თქვენობით მიმართავენ და მერე თუ რამეა, აგინებენ კიდეც. გადაგვარებული ყველგან და ყველაფერშია. მე მიკვირს თქვენი არგუმენტი, რატომ არ დაუძახებთ დედას, ზოგმა იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ძმა გამოდისო (!), დედა ღვთისაო (ღვთისმშობელსაც დედათი მივმართავთო... არც დედას ვეძახი და არც სახელს... მივდივარ და პირდაპირ ვეუბნები სათქმელს დაუძახებლად. ვერ გადავლახე ბარიერი მაგ მხრივ, თუმცა არ ვთვლი, რომ კატასტროფაა. თუმცა დედის დაძახება არც მე მიმაჩნია სწორად, რატომღაც..."
"მე არ ვეძახი შეგნებულად და არა იმიტომ, რომ ვერ დავუძახებ. მიმაჩნია, რომ დედა ერთია ამ ქვეყანაზე და მას ვერავინ შემიცვლის. მით უმეტეს, როცა ახალი შესული ხარ ოჯახში, ნამდვილად ვერ დაადგენ, რამდენად კარგ "დედობას" გაგიწევს ის ადამიანი და ალბათ, დედობა არც ევალება, მას დედამთილობა ევალება. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, თუმცა ვერც ის გადავლახე, რომ სახელით მივმართო - ასაკობრივი სხვაობის გამო მერიდება. ვერც დეიდას დავუძახებ, ესეც მარაზმი მგონია. ამიტომ უბრალოდ, თქვენობით ველაპარაკები. ვფიქრობ, იმაში შევცდი, რომ თავიდანვე სახელით არ მივმართე, თორემ "დედა" რომ არ უნდა დავუძახო, ახლაც მჯერა. და მგონია, ჩვენ გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც დედა-შვილოთი ლაპარაკობენ და ეფერებიან ერთმანეთს, ზურგსუკან კი ხშირად ძირს უთხრიან..."
"არ ვეძახი და ნამდვილად არასწორია ჩემთვის, ვინც ეძახის. ეძახიან და ვერ იტანენ და მე არ შემიძლია აფერისტობა. არც ვეძახი და ნამდვილად არც ვლანძღავ და კარგი ურთიერთობა მაქვს".
"დედის დაძახებას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, დაფასება და ურთიერთპატივისცემა იყოს. მე მითხრა, რაც გინდა, ის დამიძახეო, დედაშენს ვერ შეგიცვლიო. დედა ერთიაო. არ მეწყინება და არც აფერისტულად დამიძახოო. მე ვეძახი სახელსაც და დედასაც. ნამდვილად კარგი ადამიანია. მისი სახით ნამდვილი მეგობარი შევიძინე. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს." გაგრძელება