გოგონებს ხშირად სურთ, მამებს დაემსგავსონ და დიდი ხნის განმავლობაში მამა მათთვის იდეალად რჩება, მაგრამ კარგად თუ მიმოვიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გამო სიცოცხლეს გასწირავს... ეს ადამიანი თქვენი ძმაა.
მან ყოველთვის იცის, რომ თქვენი შეყვარებული არ შეგეფერებათ
ყოველ ჯერზე, როდესაც განშორების ჯოჯოხეთს განიცდით, თქვენი ძმა მუდამ თქვენთანაა. მხოლოდ მას შეუძლია განუგეშოთ სიტყვებით: "ის არავის მოსწონდა" ან "ის შენი ღირსი არ არის". დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ ძმა მართალი იყო.
მას უყვარხართ უპირობოდ, ყველა თქვენი ნაკლოვანების მიუხედავად
შესაძლოა, მამის საყვარელი გოგონა იყოთ, მაგრამ მან თქვენ შესახებ იმის ნახევარიც არ იცის, რაც ძმამ. და ის მუდამ მზად არის, მხარი დაგიჭიროთ რჩევებით, თუმცა თქვენ თავს არიდებთ მასთან სერიოზულ საუბარს. ცდებით: ძმას ნანახი ჰყავხართ ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდის დროს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ.
ის მუდამ დაგიცავთ
რა საჭიროა პირადი მცველი, თუკი ძმა გყავთ? ის მზად არის, დაგეხმაროთ ნებისმიერ მომენტში და რაინდის როლი შეასრულოს მანამ, სანამ თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი პრინცი გამოჩნდება.
ის გადაარჩენს თქვენს რეპუტაციას მშობლების თვალში
ყოველ ჯერზე, როდესაც მშობლები სკოლაში ან სხვა პრობლემების გამო გეჩხუბებიან, ძმა დაგიცავთ და აუხსნის სიტუაციას. ყოველ ჯერზე, როდესაც მშობლები ლუდის ცარიელ ქილებს იპოვიან, ძმა აიღებს საკუთარ თავზე დანაშაულს.
ის ერთადერთია, ვინც თქვენს ენაზე გესაუბრებათ
მშობლებთან ასაკობრივი ბარიერი გყოფთ, სკოლის მეგობრებთან - განსხვავებული ხასიათი. ძმასთან კი მსგავსი პრობლემები არ არის.
მას შეუძლია გაგაცინოთ
ძმას იუმორის გრძნობა გააჩნია. და იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ხასიათი გაქვთ, იუმორიც მსგავსია, ამიტომ ყველაზე უკეთ უგებთ ამ საკითხში ერთმანეთს.
მას შეუძლია საიდუმლოს შენახვა
ძმას უნახიხართ ყველაზე კომიკურ და საჩოთირო სიტუაციაში. ის არასოდეს შეგახსენებთ და არ დაგცინებთ ამაზე. ძმა არასოდეს გაგცემთ.
ის აფასებს თქვენს რჩევებს
ვინაიდან, ის ხშირად გხედავთ ან ნაბახუსევზე, ან მანიაკალურ დეპრესიაში, ასეა თუ ისე, სწავლობს თქვენს შეცდომებზე.
მისი ლოიალურობისთვის მხარდაჭერა არ გჭირდებათ
მეგობრები იკარგებიან, თუ ხშირი ურთიერთობა არ გაქვთ მათთან. ძმა რჩება ძმად, თუნდაც რამდენიმე წელი ვერ ნახოთ ან ათასობით კილომეტრი გაშორებდეთ.
ის თქვენი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია
რა თქმა უნდა, დედა ამაყობს თქვენით, მაგრამ ძმა თქვენით აღფრთოვანდება. ის ბოლო ხმაზე ყვირის სიხარულით, როდესაც წარმატებას აღწევთ და ტრაბახობს მეგობრებთან.
გეხმარებათ იმაში, რომ დასაშვებ ზღვარს არ გასცდეთ
ძმამ ყოველთვის იცის, როდის კარგავთ თავს და იმ მომენტში, როდესაც ხრამში უნდა გადაეშვათ, მოგაბრუნებთ რეალობისკენ.
ის ძალებს არ იშურებს თქვენთვის
თქვენკენ სტუმრად მომავალი ის აუცილებლად გიყიდით თქვენს საყვარელ ნაყინს, გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი სურვილი აგისრულოთ. ამასთან, თქვენგანაც საპასუხოს ელის: რაღაც მომენტში, შესაძლოა, მას თქვენი დახმარებაც დასჭირდეს.