მას მერე, რაც ვალერი მელაძემ მრავალწლიანი, ერთი შეხედვით, მყარი ოჯახი დაანგრია, მისი უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილი მის ცოლს დარჩა, რომელთანაც მომღერლის სამი ქალიშვილი ცხოვრობს.
გარკვეულ თანხებთან ერთად, რომლებსაც მელაძე ყოველთვიურად ურიცხავს ყოფილ ცოლს, მას დაუტოვა ასევე უშველებელი სააგარაკე სახლი რუბლიოვკაზე, რომლის ღირებულებაც 2 მლნ დოლარამდეა. ასევე, ირინას ერგო ბინა მოსკოვის ცენტრში. კიდევ ორი ბინა დაკეტილია – ისინი ვალერიმ თავის დროზე ქალიშვილებისთვის შეიძინა. ეს ფოტოები სწორედ რუბლიოვკის მდიდრულ აგარაკზე და მოსკოვის პრესტიჟულ ბინაშია გადაღებული. იხილეთ ფოტოგალერეა