ზოგი კიცხავს მათ, ვინც ნაადრევად თხოვდება. განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც თავად ვერ თხოვდებიან. მართალია, ნაადრევ ქორწინებას თავისი მინუსები აქვს, მაგრამ პლუსებიც საკმარისია და აი, 10 მყარი არგუმენტი.
1. ერთად გავიზარდეთ
ახლა ჩემი ქმარი 30 წლისაა. როცა გავიცანი, 18-ის იყო. ერთად ვემზადებოდით გამოცდებისთვის. ვამხნევებდით ერთმანეთს, ვეხმარებოდით სირთულეების დაძლევაში. მე ვამაყობ იმ მამაკაცით, რომელიც მისგან დადგა. მის ჩამოყალიბებაში მეც მიმიძღვის წვლილი.
2. წარსული არ გვამძიმებს
დაქორწინებამდე არც მას და არც მე პარტნიორული გამოცდილება არ გვქონია, ერთმანეთისთვის პირველი, სერიოზული მეწყვილეები ვიყავით. სკოლის სიყვარული, რა თქმა უნდა, არ ითვლება.
3. ადვილად შევეწყვეთ
ერთმანეთი წინა რომანების გმირებისთვის არ შეგვიდარებია, დაგროვილი ქონების გამო არ მოგვწონებია ერთმანეთი. ერთად შევქმენით ის, რაც დღეს გვაქვს.
4. სხვებისთვის მაგალითი გავხდით
უამრავ დაბრკოლებას, წინააღმდეგობას, გასაჭირს გავუძელეთ. ბავშვების ქორწინება, როგორც მაშინ გვეძახდნენ, რთულია, მაგრამ სირთულეები ადვილად გვარდება.
5. არ ვფლანგავდით ფულს
იმიტომ, რომ არ გვქონდა. ქორწილი 100 დოლარი დაგვიჯდა და მაინც ძალიან ბედნიერები ვიყავით.
6. დიდი იმედები არ გვქონდა
არ დავლოდებივარ, რომ წარმატებულ და შემდგარ მამაკაცს გავყოლოდი ცოლად. ასეთი ის ჩემი თანადგომით გახდა და სიყვარულიც შევინარჩუნეთ.
7. თითოეულ სირთულეს ერთად ვლახავდით
თავიდან მშობლების ბინაში მხოლოდ ერთი ოთახი გვქონდა. ხშირად აუცილებელი ნივთებიც გვაკლდა, მაგრამ ბავშვებივით გვიხაროდა, როცა რაღაც ახალს ვიყიდდით. ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს, საერთო ძალისხმევით შევიძინეთ.
8. გიჟური, ველური თავგადასავლები? გვაქვს
ახალგაზრდები ვიყავით და ვართ, სიგიჟეებს ადრეც ჩავდიოდით და არც მომავალში ვიტყვით უარს. ჩვენ ბოლომდე ვენდობით და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.
9. სხვებზე ბედნიერები ვართ
კვლევით დადგინდა, რომ შეყვარებული წყვილები ოჯახებს, ძირითადად, 24-26 წლის ასაკში ქმნიან. ყველაზე მყარი ქორწინება 22-25 წლის ასაკში დაქორწინებულ წყვილებს აქვთ. ჩვენ ცოტა ავჩქარდით, სამაგიეროდ, ყველაზე ბედნიერები ვართ.
10. უამრავი დრო გვაქვს
თუ, ღმერთმა ნუ ქნას, განქორწინება გადავწყვიტეთ, ჩვენი ახლანდელი ქორწინება კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის. კიდევ შევძლებთ მეორე ოჯახის შექმნას, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანი, რომელსაც ჩემი ქმარი ჰქვია, იმდენად შეერწყა ჩემს ცხოვრებას, იმდენი რამე გადავიტანეთ ერთად - კარგიც და ცუდიც, რომ მეეჭვება, ოდესმე მის გარეშე შევძლო ცხოვრება.