პარტნიორულ ურთიერთობაში პრობლემები არცთუ ცოტა ადამიანს გააჩნია დღესდღეობით. ასტროლოგიურად ამას ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც "ეგოს" მომენტი გაცილებით უფრო წინ აქვთ წამოწეული, ხოლო ისეთი ნიშნები, რომელთათვისაც კომპრომისის თემა მისაღები და გასაგებია, ახერხებენ ჰარმონიული ოჯახების შექმნას.
დღეს გვინდა გითხრათ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან როგორც წესი, ყველაზე კარგი და სამაგალითო მეორე ნახევრები.
კურო - ორივე სქესის კუროები საოცრად ერთგულები, მზრუნველები, სტაბილურები და მშვიდები არიან. ისინი ძნელად იღებენ დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ კურო, ზოგადად, ფრთხილი და დაკვირვებული ნიშანია. სამაგიეროდ, თუკი საბოლოოდ გადაწყვიტეს ვინმესთან ცხოვრების დაკავშირება, ამ უკანასკნელს მათი სახით საიმედო ცხოვრების მეგზური და მოსიყვარულე მეორე ნახევარი ეყოლება.
კირჩხიბი - ემოციური, ცოტა ბუტია და მესაკუთრე ბუნება აქვს. კირჩხიბები ძალიან თბილები არიან ემოციების გამოხატვისას. ამასთან ერთად, მათი უმთავრესი პრიორიტეტი ამქვეყნად ოჯახია და სხვა არაფერი. კირჩხიბების უმეტესობა იდეალური მეწყვილე და მეორე ნახევარია. ისინი ყოველთვის წინ აყენებენ ოჯახისა და მეუღლის ინტერესებს. უფრო მეტიც, აქვთ უნარი, საკუთარი ამბიციებიც კი შესწირონ მსხვერპლად ოჯახურ სიმყუდროვესა და კომფორტს. სრულად...