დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელში როდია გამჯდარი კარგი მეოჯახისა და მეორე ნახევრის თვისებები. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მარტივი ამოსაცნობია ის, თუ რამდენად მეოჯახე იქნება მამაკაცი, დაბადების თარიღიდან გამომდინარე.
ამ მხრივ კი, ზოდიაქოს სამ ნიშანს გამოყოფენ:
კურო - სტაბილურობის მოყვარული მამაკაცია. უყვარს სახლი, სიმყუდროვე და გემრიელად სმა-ჭამა. მისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური კომფორტი და სიმყარე. ამიტომ შრომა არასოდეს ეზარება ამ ყველაფრის შესაქმნელად. მას შეუძლია ქალს ნამდვილად მიანიჭოს სიმყუდროვის და სტაბილურობის შეგრძნება.
კირჩხიბი - მოსიყვარულე, ცოტა ეჭვიანი და ბუტია მამაკაცია. სამაგიეროდ, სულს არ დაიშურებს ოჯახისა და მეუღლის ინტერესების გამო. კირჩხიბი აღმერთებს საკუთარ ფესვებს, უყვარს ნათესავები და პატივს სცემს ტრადიციებს. იგი ძალიან ყურადღებიანია ბავშვების მიმართ. გარდა ამისა, არის ჩინებული კულინარიც. ამიტომ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს მეუღლისთვის დახმარების გაწევა სამზარეულოში. სრულად...