20 წესი ოცნების მამაკაცის ხელში ჩასაგდებად
20 წესი ოცნების მამაკაცის ხელში ჩასაგდებად
ამერიკელმა მწერლებმა ელენ ფეინმა და შერი შნაიდრმა დაწერეს წიგნი-ბესტსელერი "ოცნების მამაკაცის გულის მოგების წესები". მათი რჩევების წყალობით, კეიტ მიდლტონი პრინც უილიამს გაჰყვა ცოლად, ბლეიკ ლავინი კი - ჰოლივუდის ვარსკვლავს.
მამაკაცებს უყვართ სირთულეები და ინტერესს კარგავენ ადვილად დასაპყრობი ქალების მიმართ. ელენი და შერი გვირჩევენ, გარშემო შევიქმნათ საიდუმლოების ატმოსფერო, რათა მამაკაცს ჩვენთან შეხვედრის სურვილი მუდმივად ჰქონდეს. თუმცა, იმასაც გვირჩევენ, არ ვეცადოთ ოცნების მამაკაცის შეცვლა დაქორწინებამდე, მხოლოდ ქორწილის შემდეგ.

1. ნუ დაემსგავსებით გარშემო არსებულ გოგონებს, იყავით განსხვავებული.
2. ნუ დაელაპარაკებით მამაკაცს პირველი. ნუ დაურეკავთ და მისწერთ პირველი.
3. ნუ დაუნიშნავთ პაემანს მესიჯით, სოციალური ქსელით.
4. დაიცადეთ მინიმუმ 4 საათი, სანამ მის პირველ შეტყობინებას უპასუხებთ და მინიმუმ ნახევარი საათი, სანამ მის მომდევნო შეტყობინებებს უპასუხებდეთ.
5. მერე ვილაპარაკოთ/მოგწერ - ყოველთვის დაასრულეთ საუბარი პირველმა და ამ ფრაზებით.
6. არ უპასუხოთ შუაღამის შემდეგ მოსულ შეტყობინებებს/ზარებს.
7. თუ ოთხშაბათს შაბათის პაემანზე გითანხმდებათ, უარი უთხარით. თქვენ უნდა "გქონდეთ" უქმეების გეგმა. თუმცა, კი ნუ წაეჩხუბებით, უთხარით, რომ გწყინთ, ასე რომ გამოვიდა და პაემანზე ცოტა ადრე უნდა გთხოვოთ.
8. შორს იყავით მისი სოციალური ქსელის პროფილიდან და იშვიათად წერეთ მის "კედელზე".
9. მომენტალურად ნუ უპასუხებთ შეტყობინებებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება, აუცილებელი არაა, ამის შესახებ თქვენი ოცნების მამაკაცმა იცოდეს. იმისათვის, რომ ინტერესი გაუღვიძოთ, ის უნდა ელოდეს თქვენთან საუბარს/მიმოწერას. ნუ გაუბამთ საათობით ნურც მიმოწერას, ნურც საუბარს. თქვენ დაკავებული ხართ (სწავლობთ, მუშაობთ, მეგობრებს ხვდებით, ჰობით ხართ დაკავებული, ვარჯიშობთ, კურსებზე და ვიმედოვნებთ, პაემნებზეც დადიხართ). ლაქლაქისთვის კი 10 წუთზე მეტს ნუ დახარჯავთ. თუ რაიმეს თქმა სურს, პაემანი დაგინიშნოთ.
10. ნუ გაატარებთ მის გვერდით 24 საათს კვირაში 7 დღე.
11. ისე მოიქეცით, რომ ხშირად მოუნდეს თქვენი ნახვა. თუ მისგან შორს ხართ, - ვიდეოჩატი.
12. ნუ მისწერთ მამაკაცს პირველი. დააინტრიგეთ "სმაილიკებით".
13. ნუ შესთავაზებთ ვახშმის დანახარჯის გაყოფას, ნუ დახარჯავთ ფულს სიყვარულის საყიდლად.
14. ნუ დაუშვებთ თვითდამანგრეველ შეცდომებს, ნუ გააბამთ ფლირტს დაქორწინებულ მამაკაცთან. თუ თქვენი ნახვა მოუნდება, განქორწინების შემდეგ დაგირეკოთ. საკუთარ თავს უთხარით "შემდეგი" და დაელოდეთ თქვენ ცხოვრებაში ახალი, თავისუფალი მამაკაცის გამოჩენას.
15. ნუ შეხვდებით მამაკაცს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით პაემანი გადაგიდოთ.
16. ნუ აჩუქებთ/გაუგზავნით ისეთ რამეს, რაც განშორების შემდეგ თქვენზე უარყოფით ემოციებს აღუძრავს.
17. ნუ დათანხმდებით ერთი ღამით სექსს და უაზრო კავშირს.
18. ნუ მოსთხოვთ სექსს თქვენთან. თუ მისი ხელში ჩაგდება გსურთ, სექსი მაქსიმალურად უნდა გადადოთ. რაც უფრო გადაიწევს ინტიმის დრო, მით მეტ მზრუნველობას გამოიჩენს თქვენ მიმართ, იქნება რომანტიკული შეხვედრები და ოცნება თქვენზე. მამაკაცებს უყვართ სირთულეები და არ აფასებენ იმას, რასაც ადვილად მოიპოვებენ. იგივე ეხება სექსსაც.
19. აიძულეთ დაქორწინება! თუ თქვენი ურთიერთობა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამასობაში კი უფლება მიეცით, თქვენთვის კუდში ედევნა, კვირაში 2-3-ჯერზე მეტად არ ხვდებოდით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
უარი უთხარით მასთან ერთად გაგეტარებინათ შვებულება, გადასულიყავით მასთან საცხოვრებლად. ამით დაეხმარეთ, მეტად შეყვარებოდით და თქვენი ცოლად მოყვანა აფიქრებინეთ. თუ 1 წლის ურთიერთობის შემდეგ მამაკაცმა დაქორწინება არ შემოგთავაზათ, უთხარით, რომ ძველმოდური გოგონა ხართ და მასთან მუდმივად შეხვედრას არ აპირებთ. თუ თავის მართლებას დაიწყებს, ურთიერთობაში პაუზის დრო დამდგარა. უთხარით, რომ მოსაფიქრებლად დროს აძლევთ, მაშინ დაგირეკოთ, როცა მზად იქნება სერიოზული ურთიერთობისთვის.
20. შეწყვიტეთ მასთან შეხვედრა, თუ დაბადების დღეზე ან ვალენტინობაზე არ მოგართვათ რომანტიკული საჩუქარი.

კომენტარები (1)
მარიამი
ვაიიი, ნეტა ვინ ხარ ამას რომ წერრ?:D
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:28 / 14-05-2017
პარფიუმი, ღიმილი, მომხიბვლელი მზერა? რამ შეიძლება მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანოს? 11 მინიშნება, რომ მამაკაცს მოეწონოთ და პაემანი დაგითქვათ.
11:29 / 01-05-2017
მამაკაცის ზოგიერთი საქციელი ჩვენში ხშირად გაოცებას და უსამართლობის განცდას იწვევს.
17:39 / 25-03-2017
"დიდებული საუკუნის" გმირს ჰუირეიმს ხშირად ჯადოქარსაც ეძახდნენ, რადგან მან მოაჯადოვა სულთანი. თუ გსურთ თქვენი საყვარელი მამაკაცის მოჯადოება მის რჩევებს გაეცანით.
13:03 / 17-03-2017
რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქალს მეუღლე საჩუქრებით ავსებს, თქვენ კი საყვარელი ადამიანი არაფერს გჩუქნით?
12:03 / 15-03-2017
ორსულობას ცვლილებები არა მარტო მომავალი დედისთვის მოაქვს, არამედ მომავალი მამისთვისაც. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ დროს მამაკაცები?
14:15 / 06-03-2017
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კაცმა განტვირთვა გადაწყვიტა, მშობლის მოვალეობები დაივიწყა და ფეხბურთის საყურებლად ტელევიზორს მიუჯდა.
12:14 / 05-03-2017
ფრანგი ქალის ჩანაწერები, რომელსაც ცხოვრებაში მუდამ საუკეთესო მამაკაცები ხვდებოდნენ...
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვინ არიან "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილები - დავით კვირცხალიას საოჯახო ალბომი
18:28 / 15-05-2017
მსახიობ დავით კვირცხალიას თაყვანისმცემლები და აღიარება არც მანამდე აკლდა და ყველა იცნობდა, როგორც ნიჭიერ არტისტს. თუმცა მას მერე, რაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა და გენიალურად შექმნა მილიონერ გრიშა კაკაჩიას სახე, გაცილებით უფრო პოპულარული გახდა.
ახლოს, კიდევ უფრო ახლოს... საკმარისია! სწორად კოცნის 1940-იანი წლების ინსტრუქცია
12:29 / 15-05-2017
არაფერია პირველი კოცნის გამოცდილებაზე საშინელი. ეს მშფოთვარე გრძნობა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა აკეთო...
გუშინ ქმარმა მიმატოვა... ქორწინების 6 საიდუმლო, რომლის ცოდნასაც 10 წლის წინ ვისურვებდი
14:22 / 08-05-2017
წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი - უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
როგორ მიულოცეს ვიქტორია და ჰარპერ ბექჰემებმა დევიდს დაბადების დღე (ფოტო)
14:48 / 03-05-2017
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები იდეალური ოჯახის მაგალითი გახლავთ.
როგორ შევინარჩუნოთ ქმარი: რჩევები ძველისძველი - ქალების ჟურნალებიდან
12:40 / 28-04-2017
50-იან წლებში ქალებს ქმრის შესანარჩუნებლად ჰქონდათ მანევრების მთელი არსენალი.
 გამარჯობა! – მე თქვენი ქმრის საყვარელი ვარ...
16:31 / 27-04-2017
ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად ისმის და იმაზე მეტად ხშირადაც, ვიდრე ეს წარმოსადგენია. ერთ მშვენიერ დღეს მსგავსი ფრაზა შეიძლება თქვენც მოისმინოთ...
ასაკობრივი სხვაობა მეუღლეებში - რა გავლენას ახდენს წლები ურთიერთობაზე?
15:09 / 27-04-2017
სპეციალისტების აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მეუღლეა უფროსი. მთავარია, რამდენი წელია მათ შორის სხვაობა...
ცნობილი ლამაზი დედა-შვილები საქართველოში
19:24 / 18-04-2017
ხშირად ამბობენ, რომ ლამაზ ქალებს ყოველთვის არ ჰყავთ ასეთივე ლამაზი შვილები.
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ადვილად ქმნის ოჯახს და პოულობს მეორე ნახევარს
10:53 / 12-04-2017
ძალიან ბევრი ქალის პრობლემაა ის, რომ ვერა და ვერ პოულობს შესაფერის მეორე ნახევარს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი