ფეხმძიმობის ჰოროსკოპი
ფეხმძიმობის ჰოროსკოპი
ქალები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანზე დაიბადნენ, სხვადასხვაგვარად აღიქვამენ პოტენციური დედობის ტვირთს და პასუხისმგებლობაც სხვადასხვაგვარი აქვთ მომავალი შვილის მიმართ. ზოგიერთი თუ განსაკუთრებით პრეტენზიული ხდება ფეხმძიმობის ხანაში, სხვამ შესაძლებელია პირიქით, აქტიური ცხოვრების რეჟიმს უშუალოდ მშობიარობამდეც კი არ უღალატოს. მოდით, გავიგოთ, ვინ როგორი ორსულია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი - აქტიური და მოუსვენარი ქალია. ამიტომ ორსულობა ხელს არ უშლის მას ცხოვრების დინამიკური რიტმის შენარჩუნებაში. ამასთან, ის საკმაოდ ჯიუტია და ხშირად არ ემორჩილება ექიმის რჩევებს.

კურო - ძალიან ამტანი, ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. პატარას დაბადებას მობილიზებული ხვდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. თუმცა ხშირად ახასიათებს ორსულობის გადადება იმ მოტივით, რომ არ აქვს საკმარისი ფინანსური სტაბილურობა. კუროსთვის აუცილებელია, რომ მის შვილს გარანტირებული, უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.

ტყუპი - ძალზე ხშირად საკუთარი ორსულობა მისთვისვეა სიურპრიზი. ტყუპი ქალების უმრავლესობა იშვიათად გეგმავს წინასწარ ბავშვის გაჩენას, თუმცა, თუ ამის ალბათობის წინაშე აღმოჩნდა, სიამოვნებით ერთვება მისთვის საინტერესო ამ ექსპერიმენტში და ბავშვური ცნობისმოყვარეობით ადევნებს თვალს საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს მთელი ორსულობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მანძილზე.

კირჩხიბი - მოწოდებით და დაბადებიდან "დედაა". ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ყოველთვის ოცნებობენ შვილის ყოლაზე და შთამომავლობის გაგრძელების თემა მათთვის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია. ორსულობისას კირჩხიბი საშინლად ჭირვეული ხდება და თავს უფრთხილდება, შეიძლება ითქვას, გადამეტებულადაც კი.

ლომი - ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლს მართავს, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ქალ ლომს შესანიშნავად ესმის ფსიქოლოგიურად პატარების. იგი არაჩვეულებრივი დედა იქნება და მომავალი პირმშოს დაბადებასაც დიდის ამბით ელოდება. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ორსულობისას ფორმა შეინარჩუნოს და ძველებურად მომხიბვლელი დარჩეს.

ქალწული - როგორც წესი, იშვიათად გამოირჩევა განსაკუთრებული მოთხოვნილებით, რომ გახდეს დედა. თუმცა, თუკი იგი გეგმაზომიერად და დაგეგმილად იღებს ამ როლს საკუთარ თავზე, ბოლომდე იზრუნებს იმაზეც, რომ როგორც თავად, ისე ბავშვიც იდეალურ ფორმაში იყვნენ ჯანმრთელობის კუთხით. ქალწულმა იცის, როგორ იზრუნოს ამაზე.

სასწორი - ორსულობისას მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს ჩვეული მომხიბვლელობა. ამიტომ თავად ორსულობის პროცესის გადატანა ქალი სასწორების უმეტესობას ფსიქოლოგიურად ცოტათი უძნელდება. სამაგიეროდ, პირმშოს დაბადების შემდეგ იგი ერთიორად ლამაზდება. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:30 / 16-02-2017
ცეცხლოვანი მამლის წელი ქორწინებისთვის საუკეთესოდ ითვლება.
11:22 / 12-02-2017
12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის.
14:06 / 11-02-2017
თქმა არ უნდა, ნებისმიერი სახის დაბნელება – მზის იქნება თუ მთვარის, მნიშვნელოვან კოსმიურ ცვლილებებს იწვევს, როგორც მიმდინარე მოვლენებზე, ისე ადამიანებზე.
12:15 / 04-02-2017
გვჯერა, რომ უამრავ პროგნოზს გაეცანით, მაგრამ გვერწმუნეთ, ასეთი რამ ჯერ არ წაგიკითხავთ!
10:49 / 23-01-2017
წითელი მამლის წელიწადი მიმდინარე კვირას - უფრო ზუსტად კი, 28 იანვარს შედის ძალაში.
14:12 / 07-01-2017
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ორიენტირება, ამიტომ ქალის მხრიდან გამუდმებული საყვედურები, მოთხოვნები და მითითებები მათ უმრავლესობას ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს.
10:47 / 06-01-2017
ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, ყველას გააჩნია გარკვეული დადებითი და უნიკალური თვისებები ხასიათში, რომლის შესახებაც ზოგიერთ მათგანს წარმოდგენაც არ აქვს.
18:48 / 04-01-2017
როგორც იცით, ჩინური კალენდრის მიხედვით, არსებობს 12 ნიშანი, რომლებიც კონკრეტულ ცხოველებთანაა დაკავშირებული.
11:59 / 28-12-2016
მაინც რატომ ხდება ხოლმე, რომ თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობობა ხშირად საოცრად რთულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შესაძლოა, ამ ფატალური რომანის დასასრული წლების მანძილზეც კი გაიწელოს.
15:43 / 27-12-2016
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს სისუსტე, რომელსაც შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს. ჩვენი ჰოროსკოპი კი ყველას გამოააშკარავებს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვინ შეიძლება იყოს მამაკაცისთვის იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:53 / 21-02-2017
მამაკაცების დიდი ნაწილი ხშირად თავად ვერ ერკვევა იმაში, თუ როგორი ტიპის ქალთან იპოვის ბედნიერებას.
რა ფარული ნაკლი აქვთ ქმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:32 / 15-02-2017
ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცი კონკრეტული თვისებებით გამოირჩევა. დიახ, მათ აქვთ ბევრი ღირსება, მაგრამ ნაკლიც გააჩნიათ.
მამაკაცის 7 ფრაზა, რომელსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ქალი
15:49 / 08-02-2017
ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში მისი ქმარი შემოდის და წარმოუდგენლად აფსურდულ კითხვას სვამს. მე გულიანად გამეცინა, მეგობარმა კი ამოიოხრა. როცა ქმარი სამზარეულოდან გავიდა, მითხრა: "ყველა კაცი ერთნაირია!"
წყვილმა ნაგვის კონტეინერი მყუდრო სახლად გადააკეთა
12:08 / 01-02-2017
ამ პატარა კოტეჯის დანახვისას, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ოდესღაც ის ნაგვის კონტეინერი იყო. დაათვალიერეთ ფოტოები მანამდე და შემდეგ.
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც  არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
10:29 / 01-02-2017
"სასოწარკვეთილი დიასახლისები" მსოფლიოში ძალიან წარმატებული და პოპულარული ტელესერიალია.
როგორ შევაყვაროთ თავი ქმარს, 6 საშუალება
11:34 / 29-01-2017
ცოლქმრულ ცხოვრებაში არის ეტაპები, როცა ქმარს თავიდან უნდა შეაყვაროთ თავი. ეს წლებია 30-35, 40-45 და 50-55 ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე აგიხსნით.
ამ წყვილმა ყველაფერი მიატოვა, რომ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა - ნახეთ, როგორია მათი ცხოვრება ლამაზი ფოტოების მიღმა...
14:37 / 24-01-2017
სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მცხოვრებმა წყვილმა ერთ დღეს გადაწყვიტა, დაეტოვებინა მაღალანაზღაურებადი, მაგრამ მოსაწყენი სამსახური სარეკლამო სააგენტოში და ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა.
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
13:33 / 18-01-2017
„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სერიალია.
როგორ შევხვდეთ ძველით ახალ წელს
11:22 / 13-01-2017
თუ თქვენ არ დაღლილხართ საახალწლო დღესასწაულებისგან, ან გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები, რომ უფრო ხალისიანად და შინაარსიანად გაატაროთ ძველით ახალი წელი. 
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი