საკუთარ თავს უნდა უვლიდეთ და არა მეუღლეს
საკუთარ თავს უნდა უვლიდეთ და არა მეუღლეს
ქალისა და მამაკაცის ბუნების ახსნა მარტივად შეიძლება. ქალი სიამოვნებას პოულობს პროცესში, შედეგი ნაკლებად აღელვებს; მამაკაცი მომართულია მიზანზე. ყველა ქალი ოცნებობს ბედნიერ პირად ცხოვრებაზე. ხშირად უწევს მსხვერპლის გაღება, მაგრამ... არაფერი გამოსდის.
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
ჰარმონიული ურთიერთობები მხოლოდ ჰარმონიულ პიროვნებასთან უნდა დაამყაროთ. თუ თავად მაღალი თვითშეფასება გაქვთ, თქვენ გვერდით უმსგავსი ადამიანის ადგილი არაა. თუმცა, სხვანაირადაც შეიძლება მოხდეს...

საკუთარი თავით უკმაყოფილო ქალი ხშირად:

1. აღიქვამს მამაკაცს, როგორც საყრდენს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს, როგორც სრულყოფილ ადამიანს.
2. აიძულებს მამაკაცს კამათზე, უმსგავსო საქციელზე, ღალატზე, რადგან დარწმუნებულია, რომ არ დაიმსახურა ბედნიერება.
3. ვერ გაუგია, რა სურს თავად. ამიტომ ეხმარება მამაკაცს მიზნების ასრულებაში, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდის.
4. არ ერიდება და საყვარელ მამაკაცს ფსიქოთერაპევტივით იყენებს.
5. უმაკიაჟო, უინტერესო ტკიპას ემსგავსება, რომლის მოშორებაც შეუძლებელია.
6. აკონტროლებს მამაკაცის თითოეულ ნაბიჯს, რადგან ეშინია მისი დაკარგვის.
7. ქვეყანას უმტკიცებს საკუთარ დამოუკიდებულობას, ამიტომ არ აბამს სერიოზულ ურთიერთობებს.
8. პატივს არ სცემს გვერდით არსებულ მამაკაცს და ცდილობს, საკუთარი სურვილების მიხედვით გადააკეთოს.
9. კმაყოფილდება მცირედით, ცდილობს შეინარჩუნოს, რათა მარტო არ დარჩეს.
10. თვალს ხუჭავს პრობლემებზე, ოღონდ ურთიერთობა არ დაენგრეს.
11. იჭერს იმ მამაკაცს, რომლის დაჭერაც არ ღირს.
12. ითმენს ცუდ დამოკიდებულებას, ზოგჯერ ცემასაც კი.
13. ჰგონია, რომ მამაკაცი აქცევს ბედნიერად, უბედურად.
14. არ შეუძლია დიდხანს განმარტოება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
15. პანიკურად ეშინია გასუქების, რათა მამაკაცმა არ მიატოვოს. იკეთებს ბოტოქსის ნემსებს, პლასტიკურ ოპერაციებს.
16. ელის სიყვარულს გარეთ, როცა ვერ პოულობს საკუთარ თავში.
счастливая женщина фото
იდეალური ურთიერთობა მაშინ ყალიბდება, როცა შინაგანად მზად, გახსნილი ხართ სიყვარულისთვის. თუ სული მშვიდად გაქვთ, დახმარების თხოვნა არ გაგიჭირდებათ, ტკბილ სიტყვას მარტივად ეტყვით, მეგობრებთან ერთადაც გულდამშვიდებული გაუშვებთ.
ქალისთვის მნიშვნელოვანია, აირჩიოს ის, რაც ბედნიერებას ანიჭებს, რასაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიამოვნებით აკეთებს. ხშირად იფიქრეთ საკუთარ, შინაგან, ღრმა მოთხოვნებზე! ხშირად განმარტოვდით, დაუთმეთ დრო საყვარელ საქმეს (საჭმლის მომზადებას ან ვარჯიშს). იფიქრეთ იმაზე, რომ რასაც გააკეთებთ, სიამოვნება მოგანიჭოთ და არ იყოთ კონცენტრირებული შედეგზე.

უკეთ გაიცანით საკუთარ თავი. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ბედნიერი ოჯახური ურთიერთობის გამოზრდა ბოსტნეულივით შეიძლება. ჯერ ნაყოფიერი ნიადაგი უნდა მოამზადოთ, თესლი ჩააგდოთ. მინიმალური მოვლაც კი მდიდრულ მოსავალს მოგიტანთ.

თუ ნიადაგს არ მოამზადებთ და ისე დათესავთ, მოსავალს ვერ მიიღებთ, არაადამიანური ძალისხმევაც რომ გამოიჩინოთ. ტყუილად დაკარგავთ ძალასა და ძვირფას დროს, მიიღებთ უამრავ ნეგატიურ გამოცდილებას და დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ პრინციპში, კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელია.

რაც უფრო საინტერესო ხართ საკუთარი თავისთვის, მით მეტად საინტერესო იქნება თქვენ გვერდით ყოფნა. დაკავდით საკუთარი თავით და დაინახავთ, რომ საყვარელი ადამიანი გაცილებით მზრუნველი გახდა თქვენ მიმართ. ახლა უფრო ხშირად გეხმარებათ, ვიდრე ადრე.
თუ სტატია საინტერესო მოგეჩვენათ, გაუზიარეთ მეგობრებსაც. ყოველდღიურ, ყოველწუთიერ ბედნიერებას გისურვებთ!


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ
13:33 / 18-01-2017
„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სერიალია.
როგორ შევხვდეთ ძველით ახალ წელს
11:22 / 13-01-2017
თუ თქვენ არ დაღლილხართ საახალწლო დღესასწაულებისგან, ან გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები, რომ უფრო ხალისიანად და შინაარსიანად გაატაროთ ძველით ახალი წელი. 
სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა
14:01 / 05-01-2017
მომღერალ სოფო ბედიას პოლიტიკოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცოლის გამო ქეიფზე უარის თქმა უწევს, რადგან ამ დროს ყოველთვის საყვარელი ქალის გვერდით, მის კონცერტებზეა.
ცნობილი ქართველი დედა-შვილები, რომლებიც დებივით გამოიყურებიან
21:32 / 04-01-2017
საქართველოში ნაადრევი ქორწინება ძალიანი აქტუალური პრობლემაა. ეს ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი.
თინა კანდელაკმა ახალ წელს მეუღლე გამოაჩინა
12:24 / 03-01-2017
რამდენიმე თვის წინ რუსული პრესა ტელეწამყვან თინა კანდელაკის იდუმალი ქორწილის შესახებ ალაპარაკდა. ვასილი ბროვკო რუსეთში ძალიან ცნობილი და გავლენიანი მედიამენეჯერი და პროდიუსერია.
დავით ნარმანიას და მისი ოჯახის საახალწლო ფოტოსესია
12:21 / 03-01-2017
ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია. ეს კარგად იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა და ამ დღესასწაულზე განსაკუთრებით ცდილობენ, ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ საზოგადოებაში.
ვინ არიან ცნობილი ქართული ოჯახების ცნობილი სიძეები
14:11 / 20-12-2016
საქართველოში უამრავი ცნობილი ოჯახი არსებობს, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია.
ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები
13:05 / 19-12-2016
ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა.
უმდიდრესი შეიხების უბრალო ცოლები
15:02 / 11-12-2016
ყველამ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთის შეიხების ცოლები ფუფუნებაში ცხოვრობენ, აცვიათ უძვირფასესი სამოსი, დადიან უძვირფასესი მანქანებით და ა.შ., მაგრამ საინტერესოა, როგორ მივიდნენ ისინი ასეთ ცხოვრებამდე.
რატომ ინგრევა შობის წინ ყველაზე მეტი ოჯახი?
10:41 / 07-12-2016
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო დროს ცუდი საშობაო ტრადიცია დამკვიდრდა - უფრო და უფრო მეტი ოჯახი სწორედ შობის წინა პერიოდში ინგრევა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31