ქართულ-არაბული love story: "პირ­ვე­ლად მის­მა თეთ­რ­მა კბი­ლებ­მა შე­მო­მა­ნა­თა..."
ქართულ-არაბული love story: "პირ­ვე­ლად მის­მა თეთ­რ­მა კბი­ლებ­მა შე­მო­მა­ნა­თა..."
ელე­ნე ფოცხიშ­ვილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმე­ტე­სად, ფსევ­დო­ნი­მით (დაფ­ნა) იც­ნობს: რა­დი­ო­წამ­ყ­ვა­ნის­თ­ვის ეთერ­ში მეტ­სა­ხე­ლით მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის. დაფ­ნა წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი და წამ­ყ­ვა­ნი იყო. დღეს­დღე­ო­ბით რა­დიო "ი­მედ­ში" სექ­სო­ლოგ­თან ერ­თად, "აკ­რ­ძა­ლუ­ლი ხი­ლი" მიჰ­ყავს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ხუმ­რო­ბით ამ­ბობს, რომ ის "დაფ­ნა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი­ა".

- დე­კემ­ბერ­ში, რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის 20 წე­ლი მის­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლად რა­დიო "ა­უ­დი­ენ­ცი­ა­ში" მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა მეკ­რ­ძა­ლე­ბო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ეთერ­ში ფსევ­დო­ნი­მით მე­მუ­შა­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ თავ­მოყ­რი­ლნი: მა­მუ­კა ბე­რი­კა, ლი­ზა ვა­დაჭ­კო­რია, ბი­ბი კვა­ჭა­ძე, გე­ლა იმ­ნა­ძე... ერ­თხელ მათ დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, - იქ­ნებ მიშ­ვე­ლოთ და ფსევ­დო­ნი­მი შე­მირ­ჩი­ოთ-მეთ­ქი. ბევ­რი ფიქ­რი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის შემ­დეგ მა­მუ­კა ბე­რი­კამ მითხ­რა, - ნამ­დ­ვი­ლი დაფ­ნა ხა­რო. მაგ­რამ ეს არ გუ­ლის­ხ­მობ­და ბუჩქს ან დაფ­ნის გვირ­გ­ვინს, სა­ხე­ლი მო­დი­ო­და კი­ნო­ფილ­მი­დან - "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან". ბე­რი­კას­თ­ვის ჯეკ ლე­მო­ნის პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, თან მხი­ა­რუ­ლი და თან - სევ­დი­ა­ნი, ეპა­ტა­ჟუ­რი... მოკ­ლედ, ეს სა­ხე­ლი შე­მომ­რ­ჩა... "ა­უ­დი­ენ­ცი­ა" იყო შე­მეც­ნე­ბი­თი-სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დიო, სა­დაც პროგ­რა­მას თა­ვად ვამ­ზა­დებ­დით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რა­დი­ომ­ს­მე­ნელ­მა, რო­გორც ღა­მის გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყ­ვა­ნი, ისე გა­მიც­ნო. ბევ­რი მსმე­ნე­ლი გვყავ­და. ამ თოქ-­შო­უს "გა­კე­თე­ბა" ჩე­მი იდეა იყო, რო­მე­ლიც რა­დი­ო­სად­გუ­რის დი­რექ­ტორ­სა და მფლო­ბელს, კო­კა და ნო­ნა ყან­დი­აშ­ვი­ლებს მო­ე­წო­ნათ. მოკ­ლედ, ღა­მის ეთერ­ში კვი­რა­ში ერ­თხელ, სა­ღა­მოს 11 სა­ა­თი­დან დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი. მე­რე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და ერ­თი ღა­მის ნაც­ვ­ლად, კვი­რა­ში 3 ღა­მე მომ­ცეს... ბევ­რი შოუ წა­მიყ­ვა­ნია, მაგ­რამ რი­თაც ადა­მი­ა­ნებ­მა და­მი­მახ­სოვ­რეს, ეს იყო გა­და­ცე­მა - "ქა­ლი და მა­მა­კა­ცი". მა­მა­კა­ცებს ქა­ლებ­ზე და ქა­ლებს - მამ­კა­ცებ­ზე ვე­ლა­პარა­კე­ბო­დი, ვარ­კ­ვევ­დით ურ­თი­ერ­თო­ბებს. მსმე­ნე­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბო­და.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?
- აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე - არა­ბის­ტი ვარ და "ა­უ­დი­ენ­ცი­ა­ში" მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში თარ­ჯი­მა­ნი ვი­ყა­ვი. რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში ამ სამ­სა­ხურს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და ბევ­რი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა დამ­ჭირ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. არ იყო მარ­ტი­ვი იქი­დან წა­მოს­ვ­ლა...

- პრო­ფე­სი­ად აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ო­ბა რა­ტომ აირ­ჩიე?
- მა­მა იყო აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე, ოღონდ - თურ­ქო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და. ბევ­რი ნაშ­რო­მი აქვს (ის შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა), მაგ­რამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მის საქ­მი­ა­ნო­ბას გავ­ლე­ნა ნამ­დ­ვი­ლად არ მო­უხ­დე­ნია. არა­ბის­ტო­ბა ერ­თი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო მო­მინ­და: ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რო­ცა თბი­ლის­ში ერ­თი არა­ბი ყმაწ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ვფიქ­რობ, მა­საც მო­ვე­წო­ნე. ერთ-ერთ კა­ფე­ში შე­მო­ვიდ­ნენ ბი­ჭე­ბი, სა­დაც გო­გო­ნე­ბი ვის­ხე­დით. ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და. გა­გა­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო, 1986 წე­ლი და აქ უცხო­ე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­ლ­დათ. დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი რუ­სუ­ლით დაგ­ვე­ლა­პა­რაკ­ნენ, - თუ შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თან ერ­თად სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­თო. ეს შე­ამ­ჩ­ნია "კა­გე­ბემ" და ერთ-ერთ ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს, დაგ­ვ­კითხეს, - რა სა­ერ­თო გქონ­დათ უცხო, კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ახალ­გაზ­რ­დებ­თა­ნო?.. მე­ო­რე დღეს იქ ისევ შევ­ხ­ვ­დით და შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, - მი­სა­მარ­თე­ბი გავ­ც­ვა­ლოთ, ფო­ტო­ებს და­გი­ბეჭ­დავთ და გად­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. ახალ­გაზ­რ­დე­ბი ლი­ბი­ე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. მა­შინ მუ­ა­მარ კა­და­ფი ცოცხა­ლი იყო და მის ქვე­ყა­ნას კარ­გი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან, ის ყმაწ­ვი­ლე­ბიც სას­წავ­ლებ­ლად სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰყავ­დათ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. მოკ­ლედ, მი­სა­მარ­თი რომ მოგ­ვ­ცეს, პე­ტერ­ბურ­გი (იქ სწავ­ლობ­დ­ნენ) იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. მი­სი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. მე და იმ ბიჭს ერ­თი პე­რი­ო­დი მი­მო­წე­რა გვქონ­და. ერ­თხელ ასე­თი სიტყ­ვე­ბი მომ­წე­რა: ლი­ბი­ა­ში ვბრუნ­დე­ბი და იქი­დან ვე­ღარ მოგ­წე­რო. ქა­ღალ­დის მე­ო­რე მხა­რეს არა­ბუ­ლად რა­ღაც ეწე­რა. ცხა­დია, ვერ ამო­ვი­კითხე. ინ­ტე­რე­სით ვკვდე­ბო­დი. მე­გო­ნა, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის ტექ­ს­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მოკ­ლედ, მი­სი ამო­კითხ­ვა მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე. ასე და­იწყო ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, ბევ­რი წლის შემ­დეგ, ჩე­მი არაბ მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და.. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:22 / 08-05-2017
წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი - უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
12:43 / 27-04-2017
სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
10:36 / 06-04-2017
მაინც რა არის სიყვარული? ამ მოვლენის მრავალგვარი ახსნა არსებობს.
15:45 / 08-03-2017
„მე მინდა გხედავდე ფეხშიშველს, ორსულს და ჩემს სამზარეულოში!“ ("გრეის 50 ელფერი")
12:12 / 01-03-2017
ვერძები - ფანტასტიკური ადამიანები არიან. ისინი - ყველა ზოდიაქოს შორის საუკეთესო საყვარლები არიან და ნებისმიერ თაყვანისმცემელს ჭკუიდან შლიან.
12:29 / 10-02-2017
სულ რამდენიმე დღეში - სიყვარულის დღეა! აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს, შეყვარებულია თუ მეუღლე) აჩუქოთ სითბო, საჩუქარი, კარგი განწყობა და რაღა თქმა უნდა - თქვენი სიყვარული!
11:17 / 07-02-2017
რამდენიმეთვიანი ხმაურიანი ურთიერთობის შემდეგ სიახლეებისთვის მზად ხართ.
13:47 / 16-12-2016
სიყვარული - კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოებაა. ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაგვაცინოს, გვატიროს, დაგვტანჯოს და სიამოვნება მოგვანიჭოს.
12:26 / 29-11-2016
ოდესმე გიფიქრიათ გრძნობების ფერებით გადმოცემაზე? მე მიყვარს ფერებით ფიქრი… იცით, რა ფერია სევდა? ხომ გინახავთ ნისლი? რძისფერს რომ იტყვიან, ისეთი კი არა, არამედ რუხი, მდინარის ქაფისგან დასველებული ქვიშისფერი... - აი, ეს არის სევდისფერი.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვინ არიან "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილები - დავით კვირცხალიას საოჯახო ალბომი
18:28 / 15-05-2017
მსახიობ დავით კვირცხალიას თაყვანისმცემლები და აღიარება არც მანამდე აკლდა და ყველა იცნობდა, როგორც ნიჭიერ არტისტს. თუმცა მას მერე, რაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა და გენიალურად შექმნა მილიონერ გრიშა კაკაჩიას სახე, გაცილებით უფრო პოპულარული გახდა.
ახლოს, კიდევ უფრო ახლოს... საკმარისია! სწორად კოცნის 1940-იანი წლების ინსტრუქცია
12:29 / 15-05-2017
არაფერია პირველი კოცნის გამოცდილებაზე საშინელი. ეს მშფოთვარე გრძნობა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა აკეთო...
გუშინ ქმარმა მიმატოვა... ქორწინების 6 საიდუმლო, რომლის ცოდნასაც 10 წლის წინ ვისურვებდი
14:22 / 08-05-2017
წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი - უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
როგორ მიულოცეს ვიქტორია და ჰარპერ ბექჰემებმა დევიდს დაბადების დღე (ფოტო)
14:48 / 03-05-2017
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები იდეალური ოჯახის მაგალითი გახლავთ.
როგორ შევინარჩუნოთ ქმარი: რჩევები ძველისძველი - ქალების ჟურნალებიდან
12:40 / 28-04-2017
50-იან წლებში ქალებს ქმრის შესანარჩუნებლად ჰქონდათ მანევრების მთელი არსენალი.
 გამარჯობა! – მე თქვენი ქმრის საყვარელი ვარ...
16:31 / 27-04-2017
ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად ისმის და იმაზე მეტად ხშირადაც, ვიდრე ეს წარმოსადგენია. ერთ მშვენიერ დღეს მსგავსი ფრაზა შეიძლება თქვენც მოისმინოთ...
ასაკობრივი სხვაობა მეუღლეებში - რა გავლენას ახდენს წლები ურთიერთობაზე?
15:09 / 27-04-2017
სპეციალისტების აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მეუღლეა უფროსი. მთავარია, რამდენი წელია მათ შორის სხვაობა...
ცნობილი ლამაზი დედა-შვილები საქართველოში
19:24 / 18-04-2017
ხშირად ამბობენ, რომ ლამაზ ქალებს ყოველთვის არ ჰყავთ ასეთივე ლამაზი შვილები.
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ადვილად ქმნის ოჯახს და პოულობს მეორე ნახევარს
10:53 / 12-04-2017
ძალიან ბევრი ქალის პრობლემაა ის, რომ ვერა და ვერ პოულობს შესაფერის მეორე ნახევარს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი