ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება, როგორც წესი, ჟურნალისტებისა და პაპარაცების სამიზნე და საზოგადოების განსჯის საგანი ხდება...
ამჯერად რუსულმა მედიასაშუალებებმა ქეთა თოფურია ამოიღეს მიზანში. იანვრის ბოლოს რუსული მედია პაპარაცული ფოტოებით აჭრელდა - უღელდადგმული ქეთა საახალწლო არდადეგებს რეპერ გუფისთან ერთად ტაილანდში ატარებს. მედიამ ქეთაზე ნადირობა დაიწყო. ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს შორიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ირუჯებიან აუზზე ქეთა და რეპერი (ალექსეი დოლმატოვი)...
"ეს მე არ ვარ და გუფისთან მხოლოდ კარგი მეგობრობა მაკავშირებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა ქეთამ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თვალწინ ფოტო აუფრიალეს... ჟურნალისტები ელოდნენ მათ მოსკოვის აეროპორტშიც - ქეთა და გუფი ერთი რეისით ჩამოფრინდნენ. რუსული მედია წერს, რომ მათი რომანი 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ჯგუფმა CENTR-მა, რომლის ერთ-ერთი წევრი ალექსეი დოლმატოვია და A-Studio-მ ერთობლივი ჰიტი - "Далеко" ჩაწერეს.
ქეთა თოფურია 2013 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლი გახდა. წყვილი მანამდე ოთხი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქეთას და ლევის სიყვარულზე ლაპარაკობდნენ რუსული შოუბიზნესიც და თვითონ მომღერალიც: "არ მიყვარს ლამაზი მამაკაცები, უფრო სიმპათიურები მომწონს. ყველაზე სიმპათიური მამაკაცი კი ჩემი ქმარი მგონია, ლიოვკა". განაგრძეთ კითხვა