ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად ისმის და იმაზე მეტად ხშირადაც, ვიდრე ეს წარმოსადგენია. ერთ მშვენიერ დღეს მსგავსი ფრაზა შეიძლება თქვენც მოისმინოთ...
და რა უნდა ქნათ ასეთ სიტუაციაში? – ისტერიკები მოუწყოთ ქმარს, მიუვარდეთ მის საყვარელს და თმით ითრიოთ, ყველას გააგებინოთ, თუ უბრალოდ ჩაჯდეთ სახლში და დეპრესიაში ჩავარდეთ? ყველაზე საშინელი და მტკივნეული ქალისთვის არა სხვა ქალი, არამედ საყვარელი ადამიანისგან მსგავსი საქციელია, იმის გააზრება, რომ მას საუკეთესო წლები დაუთმო და ახლა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა დაინგრეს.
ამის გაკეთება ძალიან ადვილია... სანამ გადაწყვეტთ, რომ ოჯახი დაანგრიოთ, მანამ იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რატომ გაუჩნდა თქვენს მეუღლეს სურვილი, სხვასთან წასულიყო. ცივი გონებით გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობა და შემდეგ გამოუტანეთ განაჩენი.
რატომ ცდილობენ საყვარლები, გააგებინონ მათი რჩეული მამაკაცის ცოლებს, რომ ის ღალატობს? – ასეთი ქალები სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას მოკლებულნი არიან. იციან, რომ მამაკაცი მას შემდეგ, რაც მასთან საღამოს გაატარებს, აუცილებლად დაბრუნდება ცოლ-შვილთან, მათთან ერთად უყურებს ტელევიზორს, ისაუბრებს... ამის წარმოდგენა კი საყვარლებს დისკომფორტს უქმნით, ეჭვიანობენ, მობეზრდათ მუდმივად სამალავში ყოფნა, მათაც სურთ ოჯახის შექმნა და თავიანთი ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანა, იმის მაგივრად, რომ მუდმივად დამალულებმა იარონ. თავიდან ისინი თანახმანი არიან, შემდეგ კი ყველაფერი იცვლება და უკვე ცოლის სტატუსის დაკავებას ცდილობენ.
და რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა, მშვიდად დაელოდოს, როდის წაართმევს საყვარელი ქმარს, თუ იმოქმედოს?
*არ წამოეგოთ ანკესზე, არავითარი სკანდალი, ნუ დაეცემით მის დონემდე და ჩიხში ნუ მოაქცევინებთ თავს. ამით ვერაფერს გახდებით და შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროთ პროცესები.
*არ მიუვარდეთ და სკანდალი არ მოაწყოთ, არ შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ მიზეზი ჰქონდეს, თქვენს ქმართან მსხვერპლად გამოიყვანოს თავი.
*კუდში არ სდიოთ ქმარს და მუდმივად არ აკონტროლოთ.
* არ იძიოთ ინფორმაცია საყვარელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი მცდარი ინფორმაცია მიიღოთ, რაც კიდევ უფრო მეტად აგიბნევთ თავგზას.
* ქმრის წინააღმდეგ ბავშვები არ გამოიყენოთ. ამით მაინც ვერაფერს გახდებით და თან გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენს ქმარს მიტოვება უნდოდა, აქამდე მიგატოვებდათ.
* გულში არ შეინახოთ დარდი და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდით.
თუ თქვენ ისევ ქმართან ერთად გადაწყვიტეთ ცხოვრება, მაშინ ოჯახის შენარჩუნებაზე იფიქრეთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ სკანდალებით ვერაფერს გახდებით, ეს პრობლემა რაც შეიძლება მშვიდად უნდა მოაგვაროთ. მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ ნაბიჯები უნდა გათვალოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. იმ ქალს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან.