გათხოვილის დღიურები - გაქცევა ტყეში (ეპიზოდი 2)
გათხოვილის დღიურები - გაქცევა ტყეში (ეპიზოდი 2)
დღეს შაბათია. რა ბედნიერებაა, ცოტას გამოვიძინებ. ეს ბედნიერება ათის ნახევრამდე გრძელდება. მერე ჩემი პატარა გოგო დამახტება თავზე, საბანში შემომიძვრება და მეტყვის: "ერთ წუთს, დედა, ნახე, რა მოგივიდეს"... და ლოყაზე მაკოცებს.

მე მის ყელში ჩავრგავ ცხვირს. საოცარი სუნი აქვთ ბავშვებს. როგორც მინიმუმ, მარტო იმიტომ არ ვნანობ გათხოვებას, რომ ასეთი საყვარელი შვილები მყავს. საერთოდ ასეა, ვისაც ოჯახი არ ჰყავს და მხოლოდ კარიერა აქვს აწყობილი, ის ოჯახზე ოცნებობს და პირიქით. ადამიანს რაც არა აქვს, ის უნდა! ორივე ერთად არ გამოდის, ან ერთს უნდა დაუთმო დრო, ან მეორეს.

მე და ჩემი გოგო უფრო ადრე ვდგებით ხოლმე. ყავას რომ დავისხამ, ეშმაკური გამომეტყველებით მომიახლოვდება, რომ "ყავის ჩაი" მოსვას. არადა, ჯერ 4 წლისაა.

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ არ გავთხოვილიყავი, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ამაზე ალბათ ყველა გათხოვილ ქალს უფიქრია. ნეტა მართლა თუ არსებობს პარალელური სამყაროები და იქ ჩემი ალტერნატიული "მე"-ები ნეტა როგორები არიან, როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ? ძალიან ბევრი, უცნაური აზრები მომდის ხოლმე თავში.

ჩემს მოთხრობებშიც, როგორც წესი, ასეთი თემატიკა სჭარბობს: გმირები იღვიძებენ უცნაურ გარემოში და არაფერი ახსოვთ, ან უცნაურ გარემოებათა მსხვერპლნი ხდებიან. მიყვარს სიუჟეტის ჩახლართვა.

ალბათ მიხვდით, რომ პროფესიით მწერალი ვარ! ოღონდ ისეთი მწერალი, რომლის კარიერა არ აეწყო ზემოხსენებული მოსაზრების გამო. სწავლა დავამთავრე თუ არა, გავთხოვდი. დანარჩენს თვითონაც წარმოიდგენთ.

პატარაობიდანვე ვიგონებდი სცენარებს. ეზოში სხვა ბავშვები შემომეხვეოდნენ გარშემო, მე წინასწარ ვყვებოდი სცენარს, რაც უნდა გვეთამაშა. ძირითადად, მისტიკა იყო. ალბათ, დაბადებიდან გამომყვა წერის ნიჭი. ჩემმა ლექტორმა – ექსცენტრიული მიწოდა. ნამდვილი "ჩუდაკი" ხარო, - ასე მითხრა!

ამ შემოდგომაზე მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბეთ.

საერთოდ, იშვიათად ვჩხუბობთ ხოლმე. მან მითხრა, რომ მე საკუთარი პერსონა დავკარგე, რომ ოდესღაც ფერადი ვიყავი და გავშავთეთრდი! ოდესღაც ჩემს გარშემო ვცვლიდი ყველაფერს, ახლა ჭაობში ვარ! აღარ ვლაპარაკობთ.

საშინლად გავბრაზდი! რა ჩემი ბრალია, რომ ყოველდღიური საქმით და ორი პატარა ბავშვით ისე ვიღლები, რომ 12 საათზე მკვდარივით მეძინება?.. რა ჩემი ბრალია, რომ ბავშვებს დიდი დრო სჭირდებათ, საქმის კეთებაში მთელი დღე გადის და ხანდახან თმის მოწესრიგებას ვერ ვასწრებ?

მითხრა, რომ შვილები გაიზრდებიან და არ დაგიფასებენ შენს თავგანწირვასო! - მე ამის არ მჯერა! რა ვქნა, თუ მიმაჩნია, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს? მარტო გაზრდა ხომ არ არის, მთავარი აღზრდაა, თორემ როგორღაც კი იზრდებიან ბავშვები! არც ის მომწონს, ბავშვებს რომ მიუგდებენ ძიძას და სხვა ქვეყანაში გადაიხვეწებიან კარიერის ასაწყობად.

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი შვილები არცერთი ღამით არ დამიტოვებია. პირველ ბავშვზე ხომ საერთოდ, მაქსიმუმ 1 საათით თუ გავიდოდი სადმე. ასეც არ შეიძლება! ქალს რაღაც უნდა ჰქონდეს თავისი. როგორღაც უნდა გამონახოს დრო მეგობრებისთვის. მე თვითონაც შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ პერსონას ვკარგავდი, მაგრამ საყვარელი ადამიანი რომ გეტყვის ამას, მტკივნეულია... თან, თუ მხოლოდ შენ გადანაშაულებს.

მე კი მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარს შორის თუ მსგავსი რამ ხდება, ამაში ორივე მხარეა დამნაშავე! კიდევ ბევრი რაღაცეები ვუთხარით ერთმანეთს და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე და ბავშვები დედაჩემთან წავედით.

წინა დღეს ერთი პატარა ნოუთი დავწერე: - "მინდა ავდგე და ისეთ ადგილას წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ! მინდა იქ გზა ამებნეს და ძალიან ბევრი ვიარო! მინდა, რომ არავინ შემხვდეს, რომ უნებურად გზა არ ვკითხო. მინდა მომწყურდეს და სანამ წყაროს არ ვიპოვი, არ გავჩერდე.

მინდა მომშივდეს და შიმშილმა შემაწუხოს! უცებ გაწვიმდეს და დავსველდე! მერე ქარი ამოვარდეს და შემცივდეს! პატარა დანა მინდა, რომ ხეებზე ნიშნები დავტოვო... რომ წრეზე არ ვიარო! მერე სადმე ცეცხლი დავანთო. მიტოვებული შენობა ვიპოვო. მინდა შემეშინდეს, მაგრამ თავი ძლიერად ვიგრძნო! გათენდეს და გამიკვირდეს, ეს შენობა სიბნელეში ასე საზარლად რატომ მომეჩვენა!

გზად ვიღაც გადავარჩინო, იმ ვიღაცამ მადლობა გადამიხადოს და ერთად გამოვიდეთ ტრასაზე! მინდა გამიკვირდეს, თურმე, სად ვყოფილვარ! მინდა ის გზა დავიმახსოვრო და თუ როდესმე ეჭვი შემეპარება, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა, ან ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, - წავიდე და ჩემს მიერ ხეზე ამოტვიფრული ნიშნები ვნახო! რათა დავრწმუნდე, რომ მე ეს მართლა გავაკეთე!"

ამას წინათ ვახსენე, რომ სიზმრები და ის, რასაც ვწერ, ხშირად მიხდება ხოლმე. ჩხუბის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ რაღაცა არაორდინალური რომ არ გამეკეთებინა, გავგიჟდებოდი. ეს ნოუთი გამახსენდა და გადავწყვიტე, სადმე ტყეში წავსულიყავი.

ზურგჩანთა ავიღე, ბოთლით წყალი და ბუტერბროდები ჩავაწყვე და კოჯორში მიმავალ ავტობუსზე ავედი. არავინ იცოდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილების შესახებ!

ავტობუსიდან შეცდომით ადრე ჩამოვედი. ერთი საათი სოფელში ვიბოდიალე, კინაღამ ძაღლებმა დამგლიჯეს. როგორც იქნა, ტყეც გამოჩნდა და გადავუხვიე. პატარა ხევი გადავჭერი და გზასთან ახლოს გავჩერდი. გვიანი შემოდგომა იყო და საკმაოდ ციოდა.

მე სპეციალურად წამოღებული პატარა დანა ამოვიღე და ხეზე სიმბოლურად ჩემი ინიციალები ამოვკაწრე. მერე მშრალი ტოტები მოვაგროვე და ცეცხლი დავანთე. მიწა სველი იყო. ძალიან მსიამოვნებდა აქ ყოფნა.

ბუტერბროდები მივირთვი. ტყეში სამარისებური სიჩუმე იყო. ცეცხლთან ახლოს დავჯექი და ჩემი დღიური ამოვიღე. დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია. გადავწყვიტე, მოთხრობის წერა დამეწყო. თვალები დავხუჭე. მარტოობით ვტკბებოდი. ჩემში ნელ-ნელა ძველი "მე" იღვიძებდა.

ჩემს პირდაპირ მთა იყო, რომლის წვერზეც დიდი ჯვარი იყო აღმართული. წერაში დრო შეუმჩნევლად გაიპარა. ხომ იცით, ტყეში რა უცებ ბნელდება. სანამ ცეცხლი ჩავაქრე, მთლიანად დაბნელდა. მობილურის ფანარი ჩავრთე და წამოვედი. პატარა ხევსაც მალე მივაგენი. როგორც მახსოვდა, დაბლა ჩავუყევი, მაგრამ ეკლის ბუჩქებმა გზა გადამიჭრა.

მომიწია უკან დაბრუნება. - ნუთუ გზა შემეშალა? ახლა სხვანაირად ვცადე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, უარესად ამებნა გზა.

საორიენტაციო წერტილი მთა იყო, რომელზეც ის ჯვარი წითლად ანათებდა. გადავწყვიტე, მთის მიმართულებით მევლო. ოდესღაც ხომ დამთავრდებოდა ეს ტყე? ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან ბევრი ვიარე.

გაგიკვირდებათ და, არ შემშინებია. ერთი დოკუმენტური ფილმი გამახსენდა. იქ ნათქვამი იყო, თუ ტყეში დაიკარგები, ხევს უნდა დაუყვეო. მეც ასე მოვიქეცი. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა! მობილურის ფანარი რომ არ მქონოდა, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი.

ტყეში სრული სიჩუმე იდგა. დროდადრო რაღაცა გასრიალდებოდა ფოთლებში. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ამ დროს ჩემმა ქმარმა დამირეკა, სად ხარო... ტყუილები არ მიყვარს და პირდაპირ ვუთხარი, - ტყეში ვიყავი და ახლა მოვდივარ-მეთქი. რომ დავიკარგე, არ მითქვამს, მაინც ვერ მიშველიდა და აზრი არ ჰქონდა.

ლამის ყურმილში გამოძვრა. ძალიან ინერვიულა. არ მოელოდა ჩემგან ასეთ ნაბიჯს. მაგრამ დამნაშავე ის იყო და არაფერი უთქვამს. მხოლოდ მთხოვა, ფრთხილად ვყოფილიყავი და მალე მივსულიყავი სახლში.

2 საათი ვიარე და ნათურის მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა. ზუსტად ამ დროს გაწვიმდა. როგორც იქნა, გზაც გამოჩნდა. ბედზე ყვითელმა ავტობუსმა მოუხვია და გაჩერდა. გიჟივით მივვარდი და მძღოლს ვკითხე აქოშინებულმა, სად ვარ-მეთქი. გაკვირვებულმა მძღოლმა მიპასუხა, წყნეთშიო.

გაკვირვებისაგან წამოვიყვირე. 11-ის ნახევარი იყო. ნუთუ ესეც დამთხვევაა, ასე რომ ამიხდა ჩემი დაწერილი ნოუთი? გზაში მახსენდებოდა, "მინდა ტყეში წავიდე, გზა ამებნეს და ძალიან ბევრი ვიარო, წვიმა წამოვიდეს და დავსველდე"... საოცარია! ნუთუ ეს ნიშანია? საოცარი სიამაყის გრძნობით ვიყავი ავსებული! მართლა შემიძლია წავიდე და ჩემი ინიციალები ვნახო ხეზე.

ხანდახან აუცილებელია ასეთი სიგიჟეების ჩადენა. თითქოს ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე. თითქოს სხვანაირი გავხდი! 12-ის ნახევარზე სახლში ვიყავი. ბავშვებს ეძინათ. რუკაზე რომ ვნახე, რამდენი მივლია, გავგიჟდი. წესით, ფეხზე ვეღარ უნდა ვმდგარიყავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ ვიყავი დაღლილი.

პირიქით, სულიერად დავისვენე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ახალ ეტაპზე გადავედი. გავძლიერდი და გავსხვანაირდი! ნეტა დიდხანს გამყვება ეს შეგრძნება? მარტო დიასახლისად აღარ ვგრძნობდი თავს, - ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ჩემში არ მომკვდარა ის "ჩუდაკი", ექსცენტრიული "მე", რომ ის ისევ ცოცხლობს, მხოლოდ სადღაც ბნელ კუნჭულში იყო მიმალული და ღრმა ძილით ეძინა.

რომ დავფიქრდი, მივხვდი, მართლა ძალიან შევიცვალე! გათხოვებამ შემცვალა! ვიღაცა იტყვის, თუ გათხოვება არ გინდოდა, რას თხოვდებოდიო? გაიხსენეთ საკუთარი თავი გათხოვებამდე. ყველა ქალი ლამაზად წარმოიდგენს თავის ცხოვრებას გათხოვების შემდეგ.

მე იმას არ ვამბობ, რომ გათხოვილმა ქალმა არაფერი აკეთოს. უბრალოდ, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ხანდახან მაინც, ძიძას დაუტოვოს ბავშვები და სადმე გაისეირნოს. ან მეუღლესთან ერთად თეატრში წავიდეს, ვარჯიშზე იაროს და ა. შ.

იცით, ალბათ, ის გამოთქმა: - "რაც ხდება, უკეთესისკენო", ალბათ, ასე იყო საჭირო. კარგია, რომ ვიჩხუბეთ. ამ ყველაფერმა ჩემზე დენის დარტყმასავით იმოქმედა.

მეორე დღეს ჩემმა ქმარმა მოგვაკითხა და სახლში დავბრუნდით. მითხრა, რომ სპეციალურად გითხარი ეს საშინელებები, რომ გამომეღვიძებინეო! არ მინდა, პერსონა დაკარგო, ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა შენში და რაც ყველასგან გამორჩეულს გხდიდაო.

მოკლედ, შევრიგდით და ჩვენი ურთიერთობაც ბევრად უკეთესი გახდა! ყოველ შემთხვევაში, მე შევიცვალე! ის კვლავ არ ყრის სარეცხს კვატში, მაგრამ სამაგიეროდ, მე დამიწყნარდა ნერვები.

მეგობრებსაც უფრო ხშირად ვეკონტაქტები, უკეთესადაც ვწერ და ძველებურად მხიარული გავხდი.

ვნახოთ რამდენ ხანს გამყვება ეს სტიმული. თუ ისევ მოვეშვები, მაშინვე ტყეში წავალ და ახალ თავგადასავალს მოვიწყობ! ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის? - გინდა იყო ბედნიერი?.. მერე, იყავი!

გათხოვილის დღიურები - სიმპათიური მეზობელი (ეპიზოდი 1)

გათხოვილის დღიურები- წვეულება (ეპიზოდი 3)
კომენტარები (71)
ტემპოს
ბოზანდარებით და ასე შ საუბარი არ გვინდა აქ სასიამოვნო განწყობას ანუ ,,პოზიტივს,, ველით ყველა და გოგონები ერთმანეთს ვეცნობით და არაა სასიამოვნო მსგავსი შეფასებების წაკითხვა ,,თუ არ მოგწონს დაგაძალა ვინმემ ?
მარინა
ასე მგონია ჩემზე დაწერეს..
ლელა
კარგია,ასე მგონია, რომ მე ვწერ...
ალი
მართალია, ეს შედევრი არაა, მაგრამ გულწრფელია და ავსიტყვაობა უფრო მიუღებელია.(ტემოს)
ნატო
ეს ეპიზოდი ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან მასში ჩემი თავი დავინახე "ექსცენტრულობის" მხრივ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა ძალა აქვს ქალის სურნელს - მამაკაცებო, გირჩევთ ნახოთ ვიდეო
16:48 / 28-03-2014
"განოს და კოტეს შოუს" 27 მარტის ეთერი მანდილოსნებისთვის ყველაზე პოეტური, ემოციური და განსაკუთრებული აღმოჩნდა.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გულისამაჩუყებელი გზავნილი მომავალ დედას
11:24 / 18-03-2014
9 თებერვალს დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების ნაციონალურმა ასოციაციამ ფოსტით წერილი მიიღო,
ერთი ქალის 8 მარტი უბედური დასასრულით
12:43 / 08-03-2014
ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება.
"წურბელა", "სიმდიდრეზე მონადირე", "ლაქლაქა" - ქალები, რომლებთან ხანგრძლივი ურთიერთობა შეუძლებელია
13:15 / 28-02-2014
წარმოუდგენელია, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც თქვენი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ ქალთა ტიპები, რომლებთანაც ნორმალური ურთიერთობის გაბმა შეუძლებელია.
ვალენტინობას ჩასახულ ბავშვს გაფანტული სკლეროზი არ ემუქრება
16:27 / 14-02-2014
თურმე შეყვარებულთა დღეს ჩასახული ბავშვები გაცილებით იშვიათად იტანჯებიან გაფანტული სკლეროზით.
იუმორის დოზა: ოჯახი, როგორც პოლიგონი
17:06 / 21-01-2014
ერთი ბავშვი სახლში – ბანდიტია!ორი – ორგანიზებული დაჯგუფება!
ცოლ-ქმრის მოვალეობები, რომელთა შესრულებასაც ბევრი ვერ შეძლებს
13:08 / 21-01-2014
როცა ორი ადამიანი ბედს ერთმანეთს უკავშირებს, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩნდება ვალდებულებები. ბევრისთვის ეს რუტინაა, ბევრი კი სიამოვნებით იღებს საკუთარ თავზე ამ არცთუ ისე მარტივ ხვედრს.
ცოლის სიყვარულით დარგული 6000 მუხა და გულის ფორმის მინდორი
11:42 / 21-01-2014
ისინი 33 წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ აი, უკვე 17 წელია, რაც უინსტონსა და მის ცოლს ამ ბედნიერ წლებს 6 000 მუხა ახსენებთ.
58 წლის ამერიკელი სუროგატი საკუთარ შვილიშვილს მუცლით ატარებს
12:29 / 10-01-2014
ახალგაზრდა ამერიკელი ქალი 3 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაორსულებას. 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მას დახმარების ხელი დედამ გამოუწოდა – პენსიონერმა ქალმა გადაწყვიტა, საკუთარი შვილისთვის სუროგატი დედა გამხდარიყო.
რომელმა ცნობილმა ვარსკვლავებმა მიმართეს სუროგაციას და ინვიტრო-განაყოფიერებას?
12:03 / 09-01-2014
მას მერე, რაც უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლეს დიდი ხმაური მოჰყვა და სრულიად საქართველო განიხილავს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ავკარგიანობას, ალბათ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ ამ საქმის ''პიონერებს'' ცნობილთა შორის.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234