ცოლმა განქორწინების შესახებ ქმარს საყვარელ ლუდის ბარზე გაკეთებული წარწერით შეატყობინა.
- როცა გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა, თავზარი დამეცა. იმდენად გაცოფებული ვიყავი, რომ სურვილი გამიჩნდა, ქმრისთვის მეზღვევინებინა ჩადენილის გამო, - ჰყვება ბრიტანელი ქალი.
უელსის ქალაქ სუონსიში მცხოვრებმა ქალმა მოახერხა, ადგილობრივი ბარის მეპატრონე დაეთანხმებინა, რომ მის დაწესებულებაზე, Noah’s Yard-ზე აბრა გაეკეთებინა: ბარის სახელწოდების ნაცვლად დაეწერა: "პოლ, მე შენ გშორდები". რამდენიმე დღეში კი გადააწერა: "სხვათა შორის, ძაღლი ჩემთან რჩება!"
არაორდინარულმა ქალბატონმა ამის შესახებ ერთ-ერთ ტაბლოიდს უამბო: "ეს ამბავი იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ მინდოდა, ყველას გაეგო, რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. ჩვენ ერთად ბევრი წელი გავატარეთ და ძალიან განვიცადე, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა. მინდა გითხრათ, რომ ამ აბრის გაკეთების შემდეგ შვება ვიგრძენი. დიახ, ძალიან მინდოდა, შერცხვენოდა და შეურაცხყოფა ეგრძნო."
თავდაპირველად ბარის მეპატრონე უარზე იყო და უფლებას არ აძლევდა ქალს, გაეკეთებინა წარწერა, თუმცა მისმა მეუღლემ, რომელიც დაწესებულების სრულუფლებიანი მეპატრონე იყო, ქალური სოლიდარობა გამოიჩინა და ქმარი აიძულა, დათანხმებოდა აბრის გაკეთებაზე.
როგორც კი ბარის შესასვლელში განქორწინებაზე შეტყობინება გამოჩნდა, მაშინვე მიიქცია ქალაქის მცხოვრებლების ყურადღება.
სუინსი საკმაოდ პურიტანული ქალაქია. ამიტომაც მოღალატეებს იქ კარგი თვალით არ უყურებენ.
თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით ცნობილმა ქალბატონმა, მისის ლინდა დევისმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქალს, რომელმაც ქმარს მსგავსი სიურპრიზი მოუწყო და ჟურნალისტებს განუცხადა:
"ქალმა ყველაფერი სწორად გააკეთა. ჩემს ქმარს რომ ეღალატა, სასქესო ორგანოებით დავკიდებდი. სავარაუდოდ, კაცმა იფიქრა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა და ღალატი შერჩებოდა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ნანობს, რომ ასე საშინლად მოექცა ცოლს".