მამა-შვილმა, ბენმა და ოლივიამ დედა მაშინ დაკარგეს, როცა ოლივია მხოლოდ ერთი წლის იყო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ცოლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ბენმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა სახლი ცინცინატში, სადაც ის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და სადაც მეუღლესთან, ალისთან ერთად ბედნიერი ორი წელი გაატარა.
სანამ მამა-შვილი სახლს დატოვებდა, ბენმა სთხოვა პროფესიონალ ფოტოგრაფს, მელანი ფეისს, გადაეღო მისთვის და მისი უკვე 3 წლის ქალიშვილისთვის ფოტოები ამ სახლში.
ზუსტად 4 წლის წინ, 2009 წელს, ქორწილის დღეს ბენმა და ალიმ ამ სახლის კარი პირველად შეაღეს და ჯერ კიდევ ცარიელ სახლში ბედნიერების ამსახველი კადრები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ახლა კი ბენი ეთხოვებოდა სახლს, რომელიც კვლავ დაცარიელებულიყო და სადაც ერთი ბედნიერებაღა სუფევდა – ბენისა და ალის ქალიშვილი, პატარა ოლივია.
...და ბენმა ამჯერად ფოტოები ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად გადაიღო და კადრები ალისთან ერთად გადაღებული ფოტოების გვერდით დააკოლაჟა.
ემოციური ფოტო-კოლაჟი ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტით. "ბევრი ადამიანი მეკითხება, რატომ გადავწყვიტე ამ ფოტოსესიის გაკეთება, - ამბობს ბენი. - რისი თქმა მინდოდა ამით? არა, ეს არ არის ისტორია ტკივილზე, ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდაზე. დიახ, მე მტკივა, მაგრამ ამ ფოტოებით ხალხისთვის ამის თქმა სულაც არ მინდოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიყვარულის ისტორიაა..."