მას მერე, რაც უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლეს დიდი ხმაური მოჰყვა და სრულიად საქართველო განიხილავს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ავკარგიანობას, ალბათ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ ამ საქმის ''პიონერებს'' ცნობილთა შორის.
უშვილობის პრობლემა, რასაკვირველია, მხოლოდ ''უბრალო მოკვდავთ'' არ აღელვებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს შორის მრავლად არიან ისეთები, ვისაც დედობის ბედნიერება არც ისე იოლად ხვდა წილად.
ზოგიერთებს საერთოდ არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა, ზოგმა კი მეორე და მესამე შვილის გასაჩენად გადადგა ეს ნაბიჯი. თუ გადავხედავთ, ვარსკვლავების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებამდე მიდის ან იმის გამო, რომ სამშობიაროდ უკვე დიდი ასაკის არის, ან სექსუალური ორიენტაციის საკითხი დგას.
ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა თავისი პირველი შვილი 36 წლის ჯუდი ფოსტერმა. მეორე რომ ეყოლა, 39 წლის იყო. მამების ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ორივე შემთხვევაში ჯუდიმ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge