წარმოუდგენელია, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც თქვენი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ ქალთა ტიპები, რომლებთანაც ნორმალური ურთიერთობის გაბმა შეუძლებელია.
1) "წურბელა". ასეთი ქალები დაჟინებით გთხოვთ მთელი თავისუფალი დროის მასთან გატარებას, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრას გიკრძალავთ და ამ თემებზე საათობით დავობს. ასეთ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლებთ.
2) "სამყაროს ჭიპი" - ქალი, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის გარემოცვაში იმყოფებით: მეგობრების, ნათესავებისა თუ შინაური ცხოველების, საყოველთაო ყურადღების მისაპყრობად ქალი ნებისმიერ მეთოდს იყენებს - ლაპარაკობს ხმამაღლა, ჟესტიკულირებს, ჰყვება ანეკდოტებს. მასთან თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ.
3) "სიმდიდრეზე მონადირე". საბედნიეროდ, ამ ტიპის გამოცნობა ქალთან დაახლოებამდე არის შესაძლებელი. ასეთი ქალები ხშირად ახსენებენ თქვენს ძვირფას საათს, მანქანას, კოსტიუმს და სიმდიდრის სხვა ატრიბუტებს. თუ ხელმოკლედ ცხოვრობთ, ასეთი ქალი თქვენთვის საშიში არ არის.
4) "დედიკო". თუ თქვენი მეგობარი წამდაუწუმ გისწორებთ ვარცხნილობას, ჰალსტუხს, პიჯაკის საყელოს და ა.შ. იცოდეთ, რომ დედობრივი ინსტინქტის ტყვეა, რომლის რეალიზებასაც თქვენზე ლამობს. საერთოდ, ასეთი ქალი, მრავალი თვალსაზრისით, განძია, მაგრამ მისი მზრუნველობა ერთ დღესაც მომაბეზრებელი გახდება...
5) "ლაქლაქა" - ქალი, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობს. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფება და როგორ გარემოცვაში, დუმილის უნარი, უბრალოდ, არ შესწევს. მოსაუბრეს კი არასდროს უსმენს.
6) "პრინცესა" - ასეთი ტიპის ქალი დიდ ყურადღებას და ბევრ ფულს მოითხოვს. ის თქვენგან ძვირფას საჩუქრებსა და რესტორნებში მიპატიჟებას ელის. ბავშვობიდან მას პრინცესასავით ექცეოდნენ და შეეჩვია აზრს, რომ ამქვეყნად ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის.