დასაწყისშივე დავაზუსტოთ – ღირს კი მოღალატეზე შურისძიება? რა თქმა უნდა, ღირს! მაგრამ არა ისე, როგორც ამ წუთას შენ გაიფიქრე.
1. უყურადღებოდ დატოვე ის – ეს მის თვითშეფასებას დაღს დაასვამს. აფიშირება გაუკეთე იმას, რომ არ იტანჯები და მეტიც – თითქოს შენთვის საერთოდაც სულ ერთია. მერწმუნე, თუნდაც მან ეს არ შეიმჩნიოს, მაინც განადგურდება.
2. მოღალატე მამაკაცები, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ქალი დეპრესიაში ჩავარდება და განადგურდება მათი ასეთი საქციელით. ამიტომაც გაუცრუე მათ ეს მოლოდინი და გაანებივრე საკუთარი თავი – ჩაეწერე ფიტნეს-გაკეთილებზე! ან სხვა "სილამაზის პროცედურაზე", რომელსაც აქამდე არ მიმართავდი.
3. მოიკრიფე ძალა და ენერგია და მიაღწიე ყველა შენ მიერ დასახულ მიზანს.
4. აქტიურად დადე სოციალურ ქსელებში შენი ბედნიერი და პოზიტიური ფოტოები.
5. დაიწყე აქტიური (და პერსპექტიული) ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელზეც საშინლად ეჭვიანობდა შენი ყოფილი, ასეთი ნამდვილად მოიძებნება...
6. ნუ შეწყვიტავ ურთიერთობას თქვენს საერთო მეგობრებთან, მაგრამ დაიყვანე ის მინიმუმადე და შეკითხვაზე, როგორ ხარ დაშორების შემდეგ, უპასუხე, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის.
7. არავისთან განსაჯო ის, არ ისაუბრო თქვენს ურთიერთობაზე და მით უმეტეს შენს გრძნობებზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
8. შეეცადე მეტი გაიგო იმის შესახებ, ვისთანაც გიღალატა. მიზანი – დაიცვა საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად, თუკი ოდესმე, რეალურ ცხოვრებაში მას გადაეყრები. როგორც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ინფორმაცია ემოციებს თრგუნავს.
9. შეეცადე მოერიდო თქვენს საყვარელ ადგილებს, რომ შემთხვევით მას არ გადაეყარო. მაგრამ თუ მაინც შეხვდი, გაიხსენე პირველი პუნქტი.
10. უბრალოდ იყავი ბედნიერი – ეს ნამდვილად უდიდეს სინანულის გრძნობას გაუჩენს მოღალატეს.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?
როგორ უნდა შეატყობინო ქმარს განქორწინების შესახებ ორიგინალურად?
გამანადგურებელი პასუხი მოღალატე ქმრის წერილზე ცოლისგან