ქორწინების 24, 30 და 50 წელი – ეს მართლაც კარგი, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე იშვიათი მაგალითია ცოლქმრული ურთიერთობის.
სწორედ ასეთი - იშვიათი, მყარი და მოსიყვარულე ოჯახებიდან აღებული მაგალითებიდან შეკრებილ 12 წესს გთავაზობთ, რომელიც ურთიერთობის დასაწყისიდანვე უნდა გაითვალისწინოთ:
1. ქორწინება სუსტების ხვედრი არ არის. ეს – მძიმე სამუშაოა.
2. ქორწინება – ეს არის გამუდმებით იმას მიღება, რაც მხოლოდ შენ გსურს.
3. ქორწინება – ეს ზუსტი მეცნიერებაა. ის მართლაც მარტივ პრინციპებზეა დაფუძნებული: სიკეთე, პატივისცემა და ლოიალურობა.
4. ქორწინება - მოდა არ არის. ის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ არის.
5. ქორწინება თავისით ვერ სულდგმულობს. როცა ერთსა და იმავე ადამიანთან ასე დიდხანს ხარ, ეს ხანდახან რუტინად იქცევა ხოლმე. ამიტომაც გადაახალისე ურთიერთობა.
6. ქორწინება – ეს ნივთების კოლექციონერობა არ არის, არც მატერიალური კეთილდღეობა. ქორწინებაში შენ ცხოვრობ – და უკვე ეს არის მასში განსაკუთრებული.
7. ქორწინება – მოუთმენლებისთვის არ არის. ზოგიერთ რაღაცას, განსაკუთრებით კი, სიყვარულს, ცხოვრებაში დრო სჭირდება იმისათვის, რომ განვითარდეს. ნუ იჩქარებ.
8. ქორწინება – კრიტიკის ადგილი არ არის.
9. ქორწინება – ეს არ არის 24-საათიანი სახელოსნო. მეუღლე არ არის ვალდებული, დააკმაყოფილოს ყველა შენი მოთხოვნილება.
10. ქორწინება – თვითშეწირვის ადგილი არ არის. თუ ყველაფერი, რაც ოჯახისგან გინდა, შვილებია, მაშინ ეს ქორწინება განწირულია.
11. ქორწინება მოსაწყენი რამ სულაც არ არის. ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული სიცოცხლე – ეს ხომ ყოველთვის სახალისოა და ერთი დიდი თავგადასავალია.
12. ქორწინება - უკონფლიქტო არ არის და თუ თქვენ ისწავლით, იპოვოთ კომპრომისი – ჩათვალეთ, რომ ბედნიერი ოჯახის გასაღები თქვენს ხელშია!