ის, თუ როგორ გძინავთ ღამის განმავლობაში, ბევრ რამეს ამბობს თქვენს ურთიერთობებზე.
როცა ძილის მდგომარეობაში გადადის ადამიანი, ის ვეღარ აკონტროლებს სხეულსა და გონებას. ამ დროს ის ქვეცნობიერს ემორჩილება. არსებობს ანალიზის სახესხვაობა, რომლითაც ძილის დროს მიღებული პოზის შესაბამისად, ბევრ საინტერესოს არკვევენ წყვილის ურთიერთობაზე.
პოზა, თუ როგორ სძინავს ადამიანს, ამ ადამიანის შესახებაც ბევრს მეტყველებს, მის ხასიათსა და ცხოვრების სტილზე. გაიხსენეთ, რომელ პოზაში გძინავთ უფრო ხშირად და გაიგეთ მეტი თქვენს ურთიერთობებზე.
1. პირველ პოზაში სძინავს ცოლ-ქმარს, რომელსაც მყარი კავშირი აერთიანებს, მაგრამ საკმაოდ ბევრ დროს ატარებს ცალ-ცალკე. კაცი შეიძლება ბევრს მუშაობს, ქალიც ან მუშაობს, ან დაქალებთან არის დიდხანს, ან პირიქით. თუმცა ორივეს ესმის, რომ პარტნიორი ისეთი უნდა დააფასო, როგორიც არის.
2. ეს წყვილი დიდხანს აგებდა ურთიერთობებს. ეს პოზა სტაბილურობის სიმბოლოა. ორივე პარტნიორს მანამდე არც ისე სასიამოვნო სასიყვარულო გამოცდილება ჰქონდა და ახლა, როცა ბედნიერება მათ ხელთაა, ეშინიათ მისი დაკარგვის.
3. ასეთ პოზას იღებენ პარტნიორები, რომლებსაც ძლიერი კავშირი აქვთ, მაგრამ მეტისმეტად განსხვავებული ხასიათი. კაცს შეიძლება ხმაურიანი კომპანიები უყვარდეს, ქალს – წიგნების კითხვა მარტო. თუმცა განსხვავებული ტემპერამენტის მიუხედავად, მათ მყარი ურთიერთობები აქვთ.
4. ამ წყვილის ტრფობა აშკარაა, მაგრამ მათ სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ და ეს ხშირად აყენებს ეჭვქვეშ მათი ურთიერთობის მომავალს. თუ ცოლ-ქმარს ასეთ პოზაში სძინავს, ეს გარე სამყაროსგან მათი დაცულობის დემონსტრირებაა.
5. წყვილი, რომელსაც ამ პოზაში სძინავს, მზადაა აბსოლუტურ ჰარმონიაში საცხოვრებლად. ისინი ერთმანეთს იღებენ ყველა ნაკლოვანებით და არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას. ორივეს აქვს თავისი უფლებები.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge