ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც საოჯახო საქმეები ჭირის დღესავით სძულთ და ეზიზღებათ.
თუმცა არის მეორე კატეგორიაც, ვისთვისაც შინაურების მოვლა-პატრონობა სასიამოვნო მოვალეობა და პრიორიტეტიც კია. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამგვარ მიდრეკილებებს ხშირად ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ელემენტები განაპირობებს ქალში. თუმცა, თუკი მანდილოსანს საოჯახო საქმეების კეთება არ ეხატება გულზე, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას რაიმე სახის დადებითი თვისება არ გააჩნია ხასიათში.
ყველაზე ნაკლებად სამზარეულოსთან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ქალები მეგობრობენ. ეს იმიტომ, რომ ამ ქალების პოტენციალი საკმარისზე მეტია. შესაბამისად, სამზარეულო არ არის საკმარისი ფართობი მათი მოწოდების დასაკმაყოფილებლად. თუმცა მონდომების და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი მათგანი ახერხებს, რეკორდულ დროში შეისწავლოს ნებისმიერი კერძის კეთება. მთავარი ამ ქალების შემთხვევაში ინტერესი და მონდომებაა.
ჰაერის სტიქიის ქალბატონებს - ტყუპებს, მერწყულებს და სასწორებს მოქნილი ხელები და ულევი ფანტაზიის უნარი აქვთ. მათ შორის ბევრი არაჩვეულებრივი მზარეული გვხვდება. თუმცა ისინი სამზარეულოს განწყობის მიხედვით "სტუმრობენ". ამიტომ შესაძლოა, იყოს დღეები, როცა ოჯახის წევრებს ნახევარფაბრიკატით ან ჩაი/ყავის ასორტიმენტით მოუხდეთ დღეების "გადაგორება".
სრულად იხილეთ: astrologi.ge