ცხრილში იპოვეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნები, მათი კვეთის ადგილას მონახეთ სიმბოლო და წაიკითხეთ, ურთიერთობის რომელ ტიპს ეკუთვნის თქვენი ტანდემი.
ყვითელი (ურთიერთობა) – კავშირი, "მუხრუჭი"
ეს კომბინაცია ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს. ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი, არ განიცდიან არანაირ პრობლემას ურთიერთობისას. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ხუმრობა, მშვიდად ხვდებიან ერთურთის უგუნებობას, თუმცა, თუ ამ ორ ადამიანში სხვადასხვა პლანეტა არსებობს (მაგალითად, მთვარე და მზე ან მზე და ასციდენტი), ამ შემთხვევაში კიდევ მეტია ლტოლვა და ურთიერთგაგება. ერთი სიტყვით, ეს ყველა შემთხვევაში კარგი კავშირია. იშვიათ შემთხვევაში, ცოტა მოსაწყენი.
ცისფერი (ოპოზიცია) – პერსპექტივა, სიყვარული/სიძულვილი, მიმზიდველობა
ხშირად, შესაძლოა, ზოდიაკალურ წრეში კლასიკური მაგალითი – "საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ" - აღმოვაჩინოთ. ეს კავშირი, როგორც წესი, მარტივი არ არის. ზოდიაქოს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებს საერთო იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ამ წყვილს აკავშირებს "ერთმანეთის სარკისებური ანარეკლი. ეს ურთიერთობა, შესაძლოა, იყოს, როგორც პროდუქტიული და რომანტიკული, ასევე ეჭვიანობით გაჯერებულიც. მათთვის დამახასიათებელია – განშორებისა და შერიგების ზღვარზე ყოფნა. ადამიანებს, რომელთაც ბევრი ურთიერთსაპირისპირო პლანეტარული ენერგია აქვთ, ყოველთვის გააჩნიათ რაღაც ისეთი, რისი "შეთავაზებაც" შეუძლიათ მეორისთვის. არანაკლებმნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კავშირში ენერგიების ცვლა – მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი ურთიერთობის პერსპექტივაზე და შეძლებთ იპოვოთ სულიერი კავშირი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამ კავშირში მოხდეს – ურთიერთაუტანლობა და სიძულვილია.
ლურჯი (ტრინი) – "მოზღვავება", ჰარმონია
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ტრინში არსებობენ, ერთი სტიქიის ქვეშ არიან დაბადებულნი, იქნება ეს ცეცხლი, მიწა, წყალი თუ ჰაერი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ წყვილის ცხოვრებაში, ასევე მათ ტემპერამენტულ სიახლოვეში. ასეთ წყვილებს შორის არსებობს ძლიერი ინტუიციური კავშირი და გრძნობა და არა მხოლოდ სასიყვარულო, არამედ მეგობრულიც. პარტნიორებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ მიაღწიონ ჰარმონიას ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
წითელი (კვადრატი) – ბრძოლა, ენერგია
ჰოროსკოპის ნიშნებს, რომლებიც კვადრატის კომბინაციაში იმყოფებიან, ერთმანეთის მიმართ ორმაგი ურთიერთობა აქვთ. ერთი მხრივ, ისინი კარგად არიან ინფორმირებულნი პარტნიორის ბუნების შესახებ და კარგი ურთიერთობაც აქვთ, მეორე მხრივ, ეს ურთიერთობა არასტაბილურია, პარტნიორები ურთიერთს აპროვოცირებენ. განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი საყვარლებს შორის ხდება. როგორც უნდა იყოს, ამ წყვილს შორის დიდი შანსია, იყოს მყარი ურთიერთობა.
იისფერი (კვიკონსი) – გამოცანა სინქრონიზაციის მიღმა
ჰოროსკოპის ნიშნებს შორის ურთიერთობა კვიკონსი ("ჭადრაკული წესით განლაგება") ძალიან საინტერესოა, მაგრამ თავისთავად პრობლემური. ძირითადად, ეს იმ ნიშნებს ეხება, რომლებსაც პრაქტიკულად, არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, ამ ურთიერთობაში არის რაღაც იდუმალი და მომნუსხველი: ერთ-ერთ პარტნიორს შესაძლოა, ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაშია მეორესთან. ზოგიერთი ასტროლოგი თვლის, რომ კვიკონს-ურთიერთობაში ფაქიზი სექსუალური ლტოლვა არსებობს და როგორც ნებისმიერი ჭადრაკის პარტია, ეს ურთიერთობაც დიდ ინფორმატიულობას საჭიროებს!
მწვანე (სექსტილი) – სიმპათია, "გამორჩენა"
სექსტილში არსებულ ნიშნებს აქვთ განსხვავებული, მაგრამ შეთავსებადი სტიქიები. ურთიერთობა, როგორც წესი, ბუნებრივია და თავისუფალი. სექსტილის ურთიერთობა დამახასიათებელია მეგობრობაში, პროფესიულ და პლატონურ ურთიერთობებში. წყვილს გამუდმებით ექნება კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნება. ეს ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ "გრძელ, აზარტულ თამაშს", რომელშიც საქმე შეიძლება რომანტიკულ/სექსუალურ ურთიერთობამდე მივიდეს. ამასთან, ეს არის "მყარი საფუძველი", რომელიც შესაძლოა, საყრდენი გახდეს.
ნარინჯისფერი (ნახევრად სექსტილი) – გაღიზიანება, სწავლება
ნახევრად სექსტილში ჰოროსკოპის ნიშნები ზოდიაქოს წრეზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იმყოფებიან. ეს გაურკვეველ ურთიერთობას ქმნის, ხანდახან კი კონკურენციისა და ეჭვიანობის ნიშნებით. საქმე ისაა, რომ წინა ნიშნისთვის მეორე შესაძლოა, აღმოჩნდეს იმ თვისებების მატარებელი, რომელიც თავად არ გააჩნია და გულის სიღრმეში ისურვებდა, რომ ჰქონოდა. მომდევნო ნიშანი კი წინას ჩაკეტილ, გულჩათხრობილ ადამიანად თვლის, ამიტომაც მასთან ურთიერთობის დაჭერას არ ჩქარობს. ეს საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ, საერთო ჯამში, ნახევრად სექსტილის შემთხვევაში ურთიერთობას, შანსია, რომ ჰქონდეს განვითარება.