ალბათ, ნებისმიერ ადამიანს გადაუტანია ცხოვრებაში ერთხელ მაინც სასიყვარულო იმედგაცრუება. ამქვეყნად ყველაფერი კანონზომიერია. შესაბამისად, როცა ურთიერთობა არ გამოდის, სასურველია, უბრალოდ და მარტივად გაუშვათ ადამიანი, ვისთან კავშირსაც თქვენთვის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს.
თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველას როდი ახასიათებს ამგვარი ლოიალური მიდგომა, როცა საქმე "ყოფილებს" ეხება. ამ სტატიაში ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად განვიხილავთ ზუსტად ამ საჭირბოროტო საკითხს.
ვერძი განშორების შემდეგ ომს იწყებს ყოფილ პარტნიორთან. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა და ის, რომ მისი დაკარგვით ყოფილმა ძალიან ბევრი დაკარგა.
კურო ძნელად ახერხებს პოზიციების დათმობას და როგორც წესი, გვიან აცნობიერებს, რომ ყველაფერი მართლაც დამთავრდა. ამის შემდეგ ჯიუტად არ სურს ახალი რომანის წამოწყება, იმის შიშით, რომ ისევ მიატოვებენ.
ტყუპი ძალიან მარტივად ეკიდება განშორების საკითხს. მისთვის ყოველთვის არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი და სხვა ალტერნატივა. ამიტომ ნაკლებად იშლის ნერვებს ყოფილთან ბრძოლით.
კირჩხიბი, პირველ რიგში, შეეცდება, ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მეთოდით შეინარჩუნოს პარტნიორი. თუ ეს არ გამოსდის, ინტრიგების ხლართვას იწყებს მის გარშემო და ცდილობს, ყოფილი არ გაახაროს.
ლომი აუცილებლად შეეცდება, საჯაროდ დაამციროს ძველი სიყვარული, იმის დამტკიცებით, რომ მასზე უფრო წარმატებულ ან უკეთეს შემცვლელს იპოვის მალე. სიამაყე არასოდეს მისცემს უფლებას, ვინმეს ეხვეწოს.
ქალწული მანიაკალურად ებღაუჭება ყოფილ პარტნიორს, როგორც წესი, მაშინაც კი, როცა მის მიმართ სიყვარული აღარ აქვს. უჭირს, ახალ ურთიერთობაზე გადაერთოს, ამიტომ ურჩევნია ძველი, თუნდაც აუტანელი მეორე ნახევარი ახალს და პერსპექტიულს.
სრულად იხილეთ: astrologi.ge