არსებობენ ქალები, რომლებიც არასოდეს ბერდებიან. როგორ ახერხებენ ისინი სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას? შესაძლებელია ქალმა ასაკის მართვა ისწავლოს?!
აკონტროლეთ ესტროგენების ნორმა
სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარი ჰორმონი ესტროგენია. 30 წლის შემდეგ ორგანიზმი მას სულ უფრო მცირე დოზით გამოიმუშავებს. ამ ჰორმონის შევსება სხვადასხვა პრეპარატებითაა შესაძლებელი. 40 წლიდან კი მათი მიღება რეგულარულადაა მიზანშეწონილი.
გამოიყენეთ ანტიოქსიდენტური დაცვა
40 წლის შემდეგ ძალიან კარგი ეფექტი აქვს ბუნებრივი ანტიოქსიდენტების რეგულარულ გამოყენებას. იგი დაგეხმარებათ ძალები და ენერგია აღიდგინოთ. ამასთან, კარგი განწყობა და თვითკმაყოფილების გრძნობაც არასოდეს გიღალატებთ.
შეავსეთ კოენზიმას დეფიციტი
სიბერის კიდევ ერთი მიზეზი, ორგანიზმში კოენზიმას (Q10)-ის კლებაა. სწორედ იგი განაპირობებს ენერგიის 95%-ით უზრუნველყოფას. კოენზიმაზეა დამოკიდებული უჯრედების სიცოცხლიუნარიანობა- შესაბამისად კი ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე. 40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში კოენზიმას შემადგენლობა კატასტროფულად მცირდება.
აკონტროლეთ წონა
40 წლის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები ნამდვილი უბედურებაა, რადგან თითო გრამის მოკლება დიდ ძალისხმევად დაგიჯდებათ.
მიიღეთ შესაბამისი ოდენობის კალცი
კალცის ნაკლებობა მხოლოდ მტვრევად ფრჩხილებთან და გაყოფილ თბის ბოლოებთან არ ასოცირდება. კალცის დეფიციტი პირდაპირი გზაა ოსტეოპოროზის განვითარებისკენ, რაც საბოლოოდ თქვენს სიარულსა და ხერხემალზე ძალიან ცუდად აისახება. 40 წლის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმი კალცის საჭირო დოზით მოამარაგოთ.
გლუვი და ლამაზი სახის კანი, მბზინვარე თმა, ჯანსაღი გამოხედვა, ლამაზი აღნაგობა, სიარულის მსუბუქი მანერა- ეს ყველაფერი ადვილად მისაღწევია. მთავარია დრო არ დაკარგოთ. მით უმეტეს, თუ 40-ს უკვე მიუკაკუნეთ.
ჟურნალი "და ქალი"
(ოქტომბრის ნომერი)