როცა ქუჩაში 70 წელს გადაცილებულ წყვილს ხედავთ, რომლებიც ხელჩაკიდებულები დასეირნობენ, გული სითბოთი არ გევსებათ? არ გსურთ, იცოდეთ ის ფორმულა, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგაძლევინებთ და ერთმანეთს ტკბილად შეგაბერებთ? ფორმულა არსებობს და ის 10 რჩევაში მოვაქციეთ.
1. საერთო ინტერესები აქვთ. მუდამ ეძებენ გასართობს, რომელიც ორივეს დააინტერესებს.
საერთო ინტერესები ადამიანებს აახლოებს. ეს შეიძლება საღამოობით ფილმის ყურებაც იყოს. მთავარია, მოიცალოთ ერთმანეთისთვის.
2. ერთ საწოლში უნდა დაიძინოთ ყოველ ღამე
ძილის წინ გაუზიარეთ საყვარელ ადამიანს თქვენი განცდები, მიიღეთ მისი მხარდაჭერა. თავადაც იყავით მის მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველი. გახსოვდეთ, ადამიანები ერთანეთის მოფერებასა და სითბოს საჭიროებენ.
3. სანამ არ შერიგდებით, ნუ დაიძინებთ
ბედნიერი ადამიანები აღნიშნავენ, რომ ეს მთავარი წესია. სანამ არ გაერკვევით უსიამოვნების, კამათის მიზეზში, არ დაიძინოთ. ამ ერთმა საღამომ შეიძლება გაგიფუჭოთ ის, რასაც წლობით აშენებდით.
4. ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს დილა-საღამოს
ბედნიერ წყვილებს მუდამ ერთმანეთის ჩახუტებისა და კოცნის სურვილი აქვთ. ფსიქოლოგების აზრით, ეს ჩვეულება ადამიანებს ერთმანეთთან აჯაჭვებს; მათ უუმჯობესდებათ განწყობა; მეტად ენდობიან ერთმანეთს. საქმეებსა და პრობლემებში ჩაფლული ნუ დაივიწყებთ საყვარელი ადამიანის ჩახუტებასა და კოცნას.
5. ენდეთ ერთმანეთს
თუ ნდობა არ არსებობს, წყვილი ერთად ყოფნას ვერ შეძლებს. ეჭვიანობა და კონტროლი ურთიერთობას არ გაგიუმჯობესებთ, დაგინგრევთ, თავად კი პარანოიკად გაქცევთ.
6. ისინი ამბობენ: ”მადლობა”, ”მაპატიე”
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სხვას უთითებს შეცდომებზე, საკუთარს კი არათუ აღიარებს, არც ამჩნევს. ნუ იფიქრებთ პარტნიორის უარყოფით მხარეებზე, ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ. იყავით კეთილი საქციელისთვის მადლიერი და საჭირო დროს პატიებაც ითხოვეთ.
7. უხარიათ ერთმანეთის გამარჯვება
ბედნიერ წვილებს არ აქვთ ”ჩემი”-”შენი”. მათ სიხარულიც და მწუხარებაც საერთო აქვთ. უნდა შეგეძლოთ საყვარელი ადამიანის რთულ სიტუაციაში გამხნევება და მისი სიხარულის გაზიარება.
8. გაანებივრეთ ერთმანეთი მცირე საჩუქრებით
სასიამოვნო წვრილმანები ძალიან ახალისებს ცხოვრებას. ეცადეთ, სულ მცირედით მაინც გაანებივროთ საყვარელი ადამიანი. თუ საჩუქრის ყიდვის საშუალებაც არ გაქვთ, ქაღალდზე დაუწერეთ ”მიყვარხარ” და უჩვეულო ადგილზე მიუკარით.
9. პატივს სცემენ ერთმანეთის გრძნობებს
არ არის აუცილებელი, ყველაფერში დაეთანხმოთ პარტნიორს. მთავარია, პატივი სცეთ მის გადაწყვეტილებას. ნუ ეცდებით საკუთარი მოსაზრების მტკიცებას. გაიაზრეთ პარტნიორის მოთხოვნებიც.
10. ნუ დაივიწყებთ იუმორის არსებობას
რთული სიტუაციების განმუხტვაში იუმორი დაგეხმარებათ, მაგრამ იუმორს სარკაზმად ნუ აქცევთ. ამით პარტნიორს გულს ატკენთ.