ეს ვიდეო და ეს ორი შესანიშნავი ლედი ამტკიცებს, რომ გართობა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.
რა მოხდება, თუ ორ ასაკოვან ქალბატონს ერთი დღით Lamborghini Murcielago-ს ათხოვებენ? სწორედ ამ კითხვაზე სურდათ პასუხის მიღება ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ). ქალბატონებს კამერებიც დაუმონტაჟეს და ყველაფერს ვიდეოში ნახავთ.
ქალბატონებმა, ოდრიმ და პეგიმ, მთელი დღე ისიამოვნეს და კარგად გაერთნენ. "ლამბოს" საჭესთან თავიდან ზედმეტად ფრთხილად იყვნენ, მერე კი 650-ცხენისძალიანი სიმძლავრის მქონე სუპერსპორტული ავტომობილი საკმაოდ თავდაჯერებულად მართეს.
ერთი სიტყვით, ორივე ლედი იდეალურად გაერთო - გზაში მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭებს ხელს უქნევდნენ და ეხუმრებოდნენ, ხოლო, როცა სუპერმარკეტთან გაჩერდნენ, მათთან სერიოზული მამაკაციც მივიდა და გასეირნება სთხოვა.
იხილეთ ვიდეო