"ერთხელ, ბავშვობაში ვნახე, რომ ლოცვის დროს ბიძაჩემი ქანაობდა - იხსენებს ანა ჰალპრინი - მაშინ მეგონა, რომ ღმერთი მოცეკვავე იყო".
51 წლის ანა ნელა კვდებოდა, ექიმებმა მძიმე დიაგნოზი - სწორი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს. მას ისღა დარჩენოდა, ბედს დამორჩილებოდა და მომკვდარიყო, მაგრამ ცეკვა დაიწყო და ავადმყოფობაც დაამარცხა.
მას შემდეგ 40 წელი გავიდა ის ხელოვნების კი არა ჯანმრთელობის გამო ცეკვავს. 92 წლის ქალს აქვს გასტროლები და მსურველებს გაკვეთილებსაც უტარებს.
"ჯადოქრობა და ზებუნებრიობა არაა, ორგანიზმს აქვს მექანიზმი, აღადგინოს ორგანიზმის თითოული უჯრედი. იმისათვის, რომ მექანიზმი ამუშავდეს, უნდა იცეკვოთ. მოძარობით გამოხატეთ თქვნი ემოციები, განცდები".
როცა ავადმყოფობის შესახებ გაიგო, ქალმა ტილოზე ავადმყოფობა დახატა, დამთვალიერებლები მოიწვია და "სიმსივნეს ცეკვა" შეასრულა. იდეაში, მას სურდა, ცეკვის ენით გამოეთქვა თავისი შიშები და ეჭვები. ცევისას ქალი მკვეთრ ილეთებს ასრუებდა ქშინავდა და ღმუოდა.
"ერთხელ, ბავშვობაში ვნახე, რომ ლოცვის დროს ბიძაჩემი ქანაობდა-ამბობს ანა-მაშინ მეგონა, რომ რომ ღმერთი მოცეკვავე იყო".
საოცარია, მაგრამ სიმსივნურმა ცეკვამ გაჭრა. ანა სრულიად განიკურნა. "სიმსივნემდე ვცხოვრობდი, რათა მეცეკვა, ახლა ვცეკვავ, რათა ვიცოცხლო".
სწორედ ამ ხელოვნებას - ცეკვა სიცოცხლისათვის - ასწავლის ჰალპრინი თავის მოსწავლეებს. ამ მეთოდით ცდილობს დააკავშიროს ფიზიკური სხეული და გონება, ქვეცნობიერი.
მაგალითად, სუფთა ფურცელზე უნდა დახატოთ თქვენი შიში და მერე, იმპროვიზებულად აცეკვდეთ, მოძრაობით გამოხატოთ ის, რაც გაწუხებთ. "ადამიანებს ვასწავლი ყური დაუგდონ თავიანთ სხეულს, ისინი საკუთარ თავს თავად კურნავენ, რაც მე მაბედნიერებს".
ახლა, 93 წლის იუბილეზე ჰალპრინი კვირაში ორჯერ ატარებს 3-საათიან ცეკვის გაკვეთილს, მიჰყავს საავტორო სემინარები, დღეში 6-საათიანი, კვირაში ხუთჯერ. მარტო ავადმყოფებთან კი არა, ნებისმიერ მსურველთან მუშაობს. პერიოდულად საკონცერტო ფესტივალებზე გამოდის.
40 წელზე მეტია ანა ჰალპრინი ადამიანებს ცეკვით კურნავს. შეიძლება ითქვას, რომ ის ღმერთს ეცეკვება.