მერილ სტრიპი - გულახდილად, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე.
კითხვაზე - მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს ლამაზად, პასუხობს: ყველაფერი განათებაზეა დამოკიდებული, თუ კარგი განათებაა ლამაზად გამოვიყურები, თუ არა- არა.
მერილ სტრიპი 67 წლისაა. ასაკის მიუხედავად წითელ ხალიჩაზე თამამ სამოსში ჩნდება - დეკოლტე, გამჭვირვალე ბლუზები. მაგრამ პოზა იგივე აქვს. სტილისტები ხუმრობით: "ელეგანტურ ჩაიდანს" ეძახიან. კვლავაც არანაირი ძვირად ღირებული ჩანთა. მისი ცნობილი ფრაზა - "2 ათასი დოლარი ჩანთისთვის? მირჩევნია ნივთები კბილებით ვატარო"- ჰოლივუდში ყველამ ზეპირად იცის.
ოთხ შვილს მერილინი ფუფუნებაში არ აცხოვრებს. სამი გოგონა დედის მოკრძალებული ასლია. სახლში მერილინი "ბრაზიანი პოლიციელია"; ქმარი- "კეთილი პოლიციელი".
1978 წელს, ქორწილის დღეს წვეულების შემდეგ სტუმრებთან ცეცხლმოკიდებული ხელით გამოვიდა. ეს კინოტრიუკი იყო. მაგრამ მეუღლეს განუცხადა, რომ მასაც იმავეს უზამს, თუ ცუდი ქმარი იქნება. ერთად გატარებული 38 წლის მანძილზე აღიარებს, რომ ერთ დღესაც ვერ გაძლებდა მის გვერდით, თავის დროზე ორივეს `მოთმინება და გაჩმება" რომ არ ესწავლათ. მათი წყვილი ჯეკ ნიკოლსონის მემუარებმაც ვერ დააშორა, რომელიც 80-იან წლებში გამოქვეყნდა და სადაც დეტალურადაა აღწერილი ჯეკისა და მერილინის სიყვარულის ამბავი.
დღეს სტრიპი ნიკოლსონს შორიდან ესალმება. თუმცა, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ან არაორდინალური საქციელით საზოგადოების შოკირება. ასეთი სტინგთან კოცნა იყო. მანამდე კი კოლინ ფერტთან, რაიან ფაინსთან...
თუმცა, საზოგადოების აზრი არ აინტერესებს. ბედნიერია თავის ოჯახში, კინოსგან თავისუფალ დროს ჩვეულებრივი დიასახლისია, რომელიც ზრუნავს ქმარსა და შვილებზე და არ აღიარებს ბრენდულ სამოსს.