"ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა" - გულის ამაჩუყებელი პოსტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!
"ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა" - გულის ამაჩუყებელი პოსტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!
ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა...
ბოლო წლები არაფერს ვუყვებოდი პირადზე. რომ მომიკითხავდა, მოკლედ ვპასუხობდი: „კარგად ვარ“ , „ძველებურად“ , „ახალი არაფერია“, „მათზე არაფერი ვიცი“ და ა. შ.
- მოი, ბებია, დამიჯექი აგერ. მომიყევი ამბები..." - მე ჯიუტად არ ვუყვებოდი...
ბებია ალბათ ერთადერთია, რომელიც ყოველთვის შენს მხარესაა. მართალი ხარ თუ არა, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისი შეფასებით ყველაფერი ზუსტად ისეა და ისე იქნება, როგორც შენ გინდა.

შენ თუ მოგწონს ესეიგი მოსაწონია. არ მოგწონს? – „გასწი, დეიკარგოს აქედან“ - შესძახებს და "გადაწყვეტილია" საკითხი...
მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, ახლაც უსაშველოდ მიყვარს. ძალიან მწყდება გული რომ არ ვუყვებოდი არაფერს.
ჩვენი ურთიერთობა საოჯახო სააქმეებში დახმარებით შემოიფარგლებოდა.

ყოველ ჩასვლაზე ახალ ჭურჭელს დამახვედრებდა : - ”ნახე, ბებია, ახალი ჭიქები ვიყიდე. ვიფიქრე სტუმრები რომ ჩამოყვეს ახლები ექნება”.
გარდაცვალების შემდეგ მისი სახლიდან ეს ყავის ჭიქა წამოვიღე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი ამ ჭიქით რომ სვამდნენ ყავას. მას შემდეგ შემორჩა სამზარეულოს კარადაში.

ახლა ყოველი დილა და საღამო ამ ჭიქასთან „დიალოგით“ იწყება და მთავრდება.
ცხელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყავა ათბობს მას და მეჩვენება რომ ყავაც უფრო გემრიელია. ჭიქაც ბებიასავით თბილია და რაც მთავარია, უკვე ამ ჭიქასთან ერთად იმდენი პირადი და ზოგადი ამბავი მოვყევი, თუ არსებობს „იქაურობასა და აქაურობას“ შორის კავშირი და მართლა ესმის ბებიას - შეიძლება ახლა ზის და იძახის:
- „ნენა, ბებია, რას ჩივი?!“ , „დედა რა მითხარი აი?! „ რაფერ ქნა მაი ბებია (ანუ, როგორ გაბედა, ან გააკეთა ეს) ?! , „ ნენა,ნენა“. „ოხ, შენ გეიხარე, ბებია, რა კაი ამბავი მითხარი!“ „რაფერ გამახარე ბებია“ „ყოჩაღ ბებია“ , „ნელათაი იყავი ბებია“ ,(ანუ ფრთხილად იყავი) ...

ყველა ადამიანს გაუნაწილეთ სითბო. ნუ დაგენანებათ გამარჯობა. მოკითხვა. არასდროს დატოვოთ შემოსული ზარი უპასუხოდ. რა იცით რატომ გირეკავდნენ. რა იცით, რისი თქმა უნდოდათ... მერე ასეთი პოსტების წერას აზრი აღარ აქვს.

p.s. თუ გენატრებათ და გიყვართ, სიცოცხლეში უთხარით და აგრძნობინეთ ... „მერეც ესმით“, ეს მხოლოდ ჩვენი ტყუილი იმედია.

ავტორი: ნანა ჩხაიძე
კომენტარები (3)
თაკო
ბევრი ვიტირე, ჩემი მოუსიყვარულებელი ბენო გამახსენა ამ ამბავმა, ბებო რომელიც აღარ გამეორდება
---------
ვტირი
ემიგრანტი მანანა
ვიტირე,გუკზე მომეშვა,
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
15:30 / 17-02-2017
მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა გერმანიიდან შავი ვიწრო ტყავის შარვალი ჩამომიტანა.
11:45 / 17-02-2017
ამბობენ, რომ „ბუნებას არა აქვს ცუდი ამინდიო“, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება ამ გამონათქვამს.
11:36 / 10-02-2017
შარშანწინ, მაისის თვეში, როცა გავიგე, რომ 26 მაისი სამშაბათი იყო და ერთადერთი დეი ოფით – 4 -დღიანი დასვენების მოწყობა შემეძლო, მომენტალურად დავიწყე ბილეთების ძებნა.
16:37 / 01-02-2017
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან.
14:19 / 27-01-2017
”აივნიანი ქალაქი” - ეს არის ნაწარმოები თბილისზე, რომელშიც მხატვრულადაა აღწერილი დედაქალაქის, საზოგადოების ფორმირებისას მიმდინარე საინტერესო ამბები - ძველი თბილისი, პერსონაჟების ცხოვრება და თავგადასავლები.
13:18 / 19-01-2017

ნათლისღების ღამეა, საცაა ცისკარი დადგება. ქალაქი დუმს, რძისფერი ნისლი ახლა უკვე მუქმა წყვდიადმა შეცვალა, თუმცა, აქა-იქ მაინც მოჩანს განათებული სარკმელი.

22:47 / 09-01-2017
კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს.
10:38 / 23-12-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ; ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…
20:48 / 08-12-2016
შესავალში დიდი დრო რომ არ დავკარგოთ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და განვიხილოთ პუნქტებად:
12:43 / 03-12-2016
დიდი ხნის წინათ ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა მისი ერთი განსაკუთრებული თვისების გამო, რომელიც მის გარდა არავისთვის შემიმჩნევია...
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
14:05 / 14-02-2017
მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა
101 წლის ბებო თოვლში ბავშვივით გაერთო - ძალიან თბილი ვიდეო
14:19 / 11-02-2017
ბედნიერებას მიზეზი და ასაკი არ აქვს - კანადელი ალბინა ფოისი ვაჟთან ერთად მგზავრობდა, როცა შვილს მანქანის გაჩერება სთხოვა,
დროს ვერ მოატყუებ, მაგრამ ღირსეულად დაბერება შესაძლებელია! 7 გაკვეთილი 50 წელს გადაცილებული ულამაზესი ქალებისგან
16:09 / 26-01-2017
ჩვენი რედაქცია ეცადა, გარკვეულიყო, რა უნდა გააკეთო, რათა ლამაზად დაბერდე. სწორედ ახლა, როდესაც სიბერე მხოლოდ ჩვენი მომავალია, შეგვიძლია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ მდგომარეობას თავაწეულნი შევხვდეთ.
5 გამოკვლევა, რომელიც ყველა 40 წელს გადაცილებულმა ქალმა უნდა ჩაიტაროს
14:18 / 23-01-2017
40 წელი სწორედ ის ზღვარია, როდესაც შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გაჩნდეს, განსაკუთრებით, ისეთი, რომელსაც გენეტიკური მიდრეკილება გააჩნია. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა გამონახოთ დრო 5 მნიშვნელოვანი გამოკვლევისთვის.
რა არის 61 წლის იასმინ როსის მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო
18:35 / 17-01-2017
იასმინ როსიმ სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა სუპერმოდელები უკვე პენსიაზე გადიან.
ელისაბედ II-ის დღეგრძელობის 5 საიდუმლო
12:41 / 04-01-2017
გასულ წელს დედოფალმა 341 ღონისძიება ჩაატარა. ის შესანიშნავად გამოიყურება და საკმაოდ აქტიურია.
56 წლის ქალმა დაამტკიცა: ასაკთან ერთად სილამაზე არ ქრება
12:36 / 28-12-2016
როცა ტეხასელ ჯული ჰ-ს 50 წელი შეუსრულდა, მან თავისი შიშველი ფოტოების გამოქვეყნება საიტ DeviantArt-ზე დაიწყო, მხატვართა ინტერნეტსაზოგადოებაში.
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
15:26 / 01-12-2016
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ...
ძლიერი სქესის 10 წარმომადგენელი, რომლებმაც ასაკზე წარმოდგენა შეგვიცვალეს
13:35 / 23-11-2016
არაერთხელ გვსმენია, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. შეხედეთ ამ მომხიბვლელ მამაკაცებს, რომელთა ასაკიც უკვე გადასცდა 50-ს. ნუთუ, ვინმეს მოუბრუნდება ენა, უწოდოს რომელიმეს ბაბუა?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28