ეს სიტყვები მუდამ ჩვენს გულშია. არ უნდა შეგვრცხვეს მათი წარმოთქმის. ყოველდღიური გიჟური რიტმის გამო გვავიწყდება, დედებს მადლობა გადავუხადოთ ყველაფერ იმისთვის, რასაც ისინი გვიკეთებენ. ხანდახან ეს ყველაფერი ამოუთქმელი რჩება, მერე კი სანანებელი გვრჩება...
1. დედა, ზრდასრული ქალი ვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა შემიძლია. მაგრამ როცა ავად ვარ, მინდა, მხოლოდ შენ ზრუნავდე ჩემზე, რადგან ამას შენსავით ვერავინ გააკეთებს.
2. ეს ვაზა 5 წლის ასაკში გავტეხე და დაგიმალე. შენ ყოველთვის იცოდი, მაგრამ არ იმჩნევდი. გმადლობ ამისთვის.
3. ახლა, როცა თავად ვარ დედა, ვიცი, როგორ ძლიერ გიყვარვარ. გმადლობ.
4. გმადლობ, რომ ახლაც კი მკოცნი თავზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გავიზარდე.
5. იცი, მართალი იყავი. ის ქვედაბოლო მართლაც ძალიან მოკლე იყო.
6. შენ და მამა იმდენჯერ მიმეორებდით, რომ ამაყობთ ჩემით, მე კი არცერთხელ მითქვამს, რომ თქვენით ვამაყობ.
7. დედა, ამ კერძს მართლაც ჩემზე უკეთ ამზადებ.
8. ვიცი, როცა მეუბნები, რომ დაღლილად გამოვიყურები, ჩემზე ზრუნავ.
9. გმადლობ, რომ არ მაჩქარებდი, ადრე გავმხდარიყავი ზრდასრული. ეს მხოლოდ ახლა დავაფასე.
10. ვიცი, რომ ჩემთვის ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. თუნდაც ერთ დროს ამაზე ვკამათობდი.
11. ყოველთვის მიყვარდი, იმ დროსაც კი, როცა გეწინააღმდეგებოდი.
12. გმადლობ, რომ შენ ჩემი დედა ხარ.