არაერთხელ გვსმენია, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. შეხედეთ ამ მომხიბვლელ მამაკაცებს, რომელთა ასაკიც უკვე გადასცდა 50-ს. ნუთუ, ვინმეს მოუბრუნდება ენა, უწოდოს რომელიმეს ბაბუა?
<div>
ფილიპ დიუმა, (Phillipe Dumas), 60 წლის
</div>
გასულ წელს ფილიპმა გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა საკუთარ გარეგნობაზე და ხშირი წვერი მოუშვა, რომელიც ძალიან მოუხდა. მალევე მან ბედი მოდელის კარიერაში სცადა და პოპულარობაც უცებ მოიპოვა.
ენტონი ვარეჩია, (Anthony Varrecchia), 53 წლის
53 წლის სიმპათიური ჭაღარა ნიუ-იორკში ცხოვრობს და სამოდელო კარიერას მისდევს. ეწევა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას და აქტიურად დაკავებულია სპორტით.
ჯანლუკა ვაკი (Gianluca Vacchi), 50 წლის
ეს მომხიბვლელი იტალიელი საკუთარი ცეკვით ინტერნეტვარსკვლავი გახდა. ჯანლუკა - წარმატებული ბიზნესმენია, რომელმაც მსოფლიო სიცოცხლისუნარიანობითა და ულევი ენერგიით გააოცა.
ეიდენ ბრეიდი (Aiden Brady), 50 წლის
მსახიობმა და მწერალმა სამოდელო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მანამდე მოასწრო და ითამაშა რამდენიმე ფილმში და მსოფლიო სამოდელო სახლების ჩვენებებშიც მიიღო მონაწილეობა.
ერიკ რუტერფორდი (Eric Rutherford), 49 წლის
ერიკი - მოთხოვნადი მოდელი და ჰოლივუდის ივენთების ორგანიზატორია. ასევე, ის გახლავთ გამოცემა Ar Large Magazine-ის რედაქტორი. როგორ ასწრებს ამდენს, ეს მართლაც გასაკვირია.
ალესანდრო მანფრედინი (Alessandro Manfredini), 48 წლის
ამ იტალიელმა გაფურჩქვნის ასაკში აირჩია მეტყევის იმიჯი. და მიუხედავად იმისა, რომ წვერი მას ასაკს მატებს, ალესანდროს უამრავი სარეკლამო წინადადება და მოდელის წარმატებული კარიერა აქვს.
დეშუნ ვანგი (Deshun Wang), 80 წლის
ამ მსახიობმა რამდენიმე ხნის წინ მოსინჯა თავი მოდელის ამპლუაში: მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მოდის კვირეულში, სადაც პუბლიკა მონუსხა. მოდის ჩვენებაში მონაწილეობის მიღების შემდეგ დეშუნ ვანგი ცნობილი გახდა, როგორც „ჩინეთის ყველაზე ცხელი ბაბუ“, მაგრამ დაგვეთანხმებით, რთულია, უწოდო მას ბაბუა.
ირვინ რედლი (Irvin Randle), 54 წლის
ამ მომხიბვლელმა ჯენტლმენმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომხიბვლელობას ასაკი არ აქვს. ირვინი აქტიურად არის ფიტნესით დაკავებული და გიჟდება ლამაზად ჩაცმაზე. ისე კი, სკოლის მასწავლებელია.
რონ ჯეკ ფოლი (Ron Jack Foley), 50 წლის
ეს სიმპათიური ჭაღარა ტორონტოდან არის და არა მხოლოდ მომხიბვლელი გარეგნობით შეუძლია დაიკვეხნოს, არამედ მეგობრული ოჯახითაც, რომელთან ერთადაც ყველაზე მეტად უყვარს თვისუფალი დროის გატარება.
შან მაიკლ ჰეფლი (Shan Michael Hefley), 54 წლის
ერთხელ შონმა გადაწყვიტა, სერიოზულად მიეხედა საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობისთვის. მას შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა და ნამდვილ ათლეტად იქცა. ახლა კი სხვებს შთააგონებს.