50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ...
წარმოგიდგენთ მათ პასუხებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებად შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ახლა 30 წლის ხართ, ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა:
1. დაანებეთ თავი მოწევას. იგი მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.
2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. თუ არ გინდათ ხშირი ნაოჭები, მშრალი და თხელი კანი, მაშინ პლაჟზე აუცილებლად წაისვით იგი.
3. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დროთა განმავლობაში გადანახული ფულით შეძლებთ, ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოთ.
4. გქონდეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. დაათბეთ ახლობლებთან ურთიერთობები. როდესაც მიხვდებით, რომ სწორედ ამაშია მთავარი ადამიანური სიმდიდრე, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს.
5. აგროვეთ მოგონებები და არა ნივთები. ძალიან დაგასევდიანებთ, თუ 50 წლისა გაიღვიძებთ და მატერიალური კეთილდღეობის მეტი არაფერი გექნებათ მოპოვებული. მოგონებები ყველაზე ფასეული რამაა ცხოვრებაში. გაგრძელება