ელისაბედ II-ის დღეგრძელობის 5 საიდუმლო
ელისაბედ II-ის დღეგრძელობის 5 საიდუმლო
გასულ წელს დედოფალმა 341 ღონისძიება ჩაატარა. ის შესანიშნავად გამოიყურება და საკმაოდ აქტიურია. როგორ ახერხებს ამას? ჩვენ გავარკვიეთ.

1. გენები
ელისაბედ ll-ის დედამ 101 წელი იცოცხლა, ბებიამ და დიდმა ბებიამ - 85 და 89 წელი. გენეტიკოსი სარა ჰარპერი მიიჩნევს, რომ დღეგრძელობის ალბათობა იმატებს, თუ თქვენმა ბაბუებმა 70 წელს, ხოლო ბებიებმა 80 წელს გადააბიჯეს.

2. უარი თქვა მოწევაზე
დედოფლის მამა და და ეწეოდნენ. მისი ახალგაზრდობის პერიოდში მოწევა ცუდ ტონად არ ითვლებოდა, პირიქით, მოდურიც იყო, განსაკუთრებით, ქალებისთვის. თუმცა, ელისაბედი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ნიკოტინს. მეტიც, პრინც ფილიპს ულტიმატუმი წაუყენა: მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჰყვებოდა ცოლად, თუ მოწევას თავს დაანებებდა. პრინცმა ულტიმატუმი მიიღო და მას მერე არც ერთი ღერი სიგარეტი არ მოუწევია. ფილიპი 94 წლისაა.

3. ღვინის სიყვარული
ელისაბედ ll მხოლოდ ღვინოს მიირთმევს, დღეში 1-2 ჭიქას. უპირატესობას თეთრ, მშრალ ღვინოს ანიჭებს, რაც დადებითად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სახის კანის ფერზე.

4. დიეტა
დედოფლის ყოფილი პერსონალური შეფ-მზარეული მაკგრეიდი ჰყვება, რომ ელისაბედი ძალზე ასკეტურია კვების საკითხში. მისი საყვარელი კერძი გახლავთ გრილზე მომზადებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქათამი და ბოსტნეულის სალათა. კატეგორიულად აკრძალულია სახამებლის შემცველი პროდუქტები. დედოფალი ცომეულს არ მიირთმევს და ძალიან იშვიათად აძლევს თავს უფლებას, დესერტი მიირთვას.

5. ბედნიერი ქორწინება
დედოფალი და პრინცი ფილიპი უკვე 68 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მას უამრავ ინტერვიუში განუცხადებია, რომ მეუღლე ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა, იღებდა 4-ვე შვილის აღზრდაში უშუალო მონაწილეობას, მეუღლეებს სერიოზულად არასოდეს უკამათიათ. ნამდვილად სამაგალითოა!

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა არის 61 წლის იასმინ როსის მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო
18:35 / 17-01-2017
იასმინ როსიმ სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როცა სუპერმოდელები უკვე პენსიაზე გადიან.
56 წლის ქალმა დაამტკიცა: ასაკთან ერთად სილამაზე არ ქრება
12:36 / 28-12-2016
როცა ტეხასელ ჯული ჰ-ს 50 წელი შეუსრულდა, მან თავისი შიშველი ფოტოების გამოქვეყნება საიტ DeviantArt-ზე დაიწყო, მხატვართა ინტერნეტსაზოგადოებაში.
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
15:26 / 01-12-2016
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ...
ძლიერი სქესის 10 წარმომადგენელი, რომლებმაც ასაკზე წარმოდგენა შეგვიცვალეს
13:35 / 23-11-2016
არაერთხელ გვსმენია, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. შეხედეთ ამ მომხიბვლელ მამაკაცებს, რომელთა ასაკიც უკვე გადასცდა 50-ს. ნუთუ, ვინმეს მოუბრუნდება ენა, უწოდოს რომელიმეს ბაბუა?
12 რამ, რაც დედას უნდა ვუთხრათ, სანამ ის გვყავს
13:03 / 17-11-2016
ეს სიტყვები მუდამ ჩვენს გულშია. არ უნდა შეგვრცხვეს მათი წარმოთქმის. ყოველდღიური გიჟური რიტმის გამო გვავიწყდება, დედებს მადლობა გადავუხადოთ ყველაფერ იმისთვის, რასაც ისინი გვიკეთებენ. ხანდახან ეს ყველაფერი ამოუთქმელი რჩება, მერე კი სანანებელი გვრჩება...
როგორი პენსიები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
15:35 / 08-11-2016
არსებობს ქვეყნები, სადაც დიდი სიამოვნებით დაბერდებოდით და ავადმყოფობის შემთხვევაში უსახსრობის გამო ექიმთან მისვლისგან თავს არ შეიკავებდით.
"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ... ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა..." - გამაოგნებელი ამბავი ქართული სინამდვილიდან
17:41 / 01-11-2016
გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი"მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს.
"ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა" - გულის ამაჩუყებელი პოსტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!
13:02 / 22-10-2016
ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა...ბოლო წლები არაფერს ვუყვებოდი პირადზე. რომ მომიკითხავდა, მოკლედ ვპასუხობდი: „კარგად ვარ“ , „ძველებურად“ , „ახალი არაფერია“, „მათზე არაფერი ვიცი“ და ა. შ.
2 ათასი დოლარი ჩანთისთვის? მირჩევნია ის კბილებით ვატარო
13:09 / 24-09-2016
მერილ სტრიპი - გულახდილად, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31