გასულ წელს დედოფალმა 341 ღონისძიება ჩაატარა. ის შესანიშნავად გამოიყურება და საკმაოდ აქტიურია.
როგორ ახერხებს ამას? ჩვენ გავარკვიეთ.
1. გენები
ელისაბედ ll-ის დედამ 101 წელი იცოცხლა, ბებიამ და დიდმა ბებიამ - 85 და 89 წელი. გენეტიკოსი სარა ჰარპერი მიიჩნევს, რომ დღეგრძელობის ალბათობა იმატებს, თუ თქვენმა ბაბუებმა 70 წელს, ხოლო ბებიებმა 80 წელს გადააბიჯეს.
2. უარი თქვა მოწევაზე
დედოფლის მამა და და ეწეოდნენ. მისი ახალგაზრდობის პერიოდში მოწევა ცუდ ტონად არ ითვლებოდა, პირიქით, მოდურიც იყო, განსაკუთრებით, ქალებისთვის. თუმცა, ელისაბედი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ნიკოტინს. მეტიც, პრინც ფილიპს ულტიმატუმი წაუყენა: მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჰყვებოდა ცოლად, თუ მოწევას თავს დაანებებდა. პრინცმა ულტიმატუმი მიიღო და მას მერე არც ერთი ღერი სიგარეტი არ მოუწევია. ფილიპი 94 წლისაა.
3. ღვინის სიყვარული
ელისაბედ ll მხოლოდ ღვინოს მიირთმევს, დღეში 1-2 ჭიქას. უპირატესობას თეთრ, მშრალ ღვინოს ანიჭებს, რაც დადებითად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სახის კანის ფერზე.
4. დიეტა
დედოფლის ყოფილი პერსონალური შეფ-მზარეული მაკგრეიდი ჰყვება, რომ ელისაბედი ძალზე ასკეტურია კვების საკითხში. მისი საყვარელი კერძი გახლავთ გრილზე მომზადებული ქათამი და ბოსტნეულის სალათა. კატეგორიულად აკრძალულია სახამებლის შემცველი პროდუქტები. დედოფალი ცომეულს არ მიირთმევს და ძალიან იშვიათად აძლევს თავს უფლებას, დესერტი მიირთვას.
5. ბედნიერი ქორწინება
დედოფალი და პრინცი ფილიპი უკვე 68 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მას უამრავ ინტერვიუში განუცხადებია, რომ მეუღლე ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა, იღებდა 4-ვე შვილის აღზრდაში უშუალო მონაწილეობას, მეუღლეებს სერიოზულად არასოდეს უკამათიათ. ნამდვილად სამაგალითოა!